Digest Logo

🎥 „შესაძლოა, თქვენმა ახლობლებმა და ნათესავებმა გული გატკინოთ... დაფიქრდით რა გაქვთ შესაცვლელი და რა გიშლით წარმატებაში ხელს“ - ანზორ ოდიშარია

1715152410
ანზორ ოდიშარია

როგორი იქნება 8 მაისი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - თემაზე ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს:

♈ვერძი

თქვენთვის პოზიტიური დღეა, შესაძლოა დღეს ისეთ ადამიანებს შეხვდეთ ვისაც დიდი ხანია ელოდებით. მოვლენები სწრაფად ვითარდება თქვენთვის პოზიტიურად. შეეცადეთ, რომ ამ მოვლენებით მაქსიმალურად გაიხაროთ.

♉კურო

კუროებისთვის რთულად იწყება დღე, მაგრამ პოზიტიურად სრულდება. შფოთვა რომელიც დილიდან მოდის ეს იმის ბრალია, რომ ბევრი საქმე დაგიგროვდათ. თუმცა არ ინერვიულოთ ყველაფერი გამოგივათ.

♊ტყუპები

ურთიერთობებმა პოზიტივი უნდა მოგიტანოთ. გჭირდებათ ურთიერთობები, რომლებიც განსაკუთრებულ იმედს სახავს თქვენში.

♋კირჩხიბი

გჭირდებათ,რომ დღეს სწორად იზრუნოთ საკუთარ თავზე. დასახეთ გეგმები და იდეები. კარგი დღეა იმისათვის, რომ შეიძინოთ ნივთები ან განახორციელოთ პროექტები. დღეს თქვენ დიდი წარმატება გელოდებათ.

♌ლომი

გავსებთ დღის ენერგია და მზე თქვენზე პოზიტიურად მოქმედებს. ამიტომ დღეს სწორად შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი. დღევანდელ დღეს დაგეგმილი მომავალი თქვენთვის პოზიტიურია.

♍ქალწული

უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, კუჭის მომნელებელ სისტემას, საკუთარ თავს დაუთმო მეტი ყურადღება. არ გადაიტვირთონ ნეგატიური ენერგიებით და ინფორმაციით საკუთარი თავი. შეეცადეთ დეტოქს პროცედურები ჩაიტაროთ, იმისათვის, რომ დღის განმავლობაში დატვირთული ნეგატიური ენერგიებისგან გათავისუფლდეთ.

♎სასწორი

თქვენთვის ეს დღე პოზიტიურია. შეგიძლიათ, რომ ეს დღე სწავლას ახალი მიზნების დასახვას დაუთმოთ. ასევე თუ გინდათ, რომ რაიმე შეისწავლოთ დღეს სწორ გადაწყვეტილება მიიღებთ.

♏მორიელი

მორიელებისთვის დღევანდელი დღე დადებითი იქნება. თქვენ უფრო მსუბუქი და ნეიტრალური ხართ კარიერაში. წარმატებებს ახალ შემოთავაზებებს ელოდეთ. დღეს შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღოთ რითაც წარმატების გამყარებას შეძლებთ.

♐მშვილდოსანი

დღევანდელი დღე კარგი განწყობებით არის სავსე. ნადირობა, ბუნებაში გასვლა, მედიტაციები, საუკეთესოა თქვენთვის.

♑თხის რქა

თქვენთვისაც პოზიტიური დღეა. ის რაც აქამდე ვერ გააკეთეთ ან ვერ გამოგივიდათ დღეს შეგიძლიათ ბოლომდე მიიყვანოთ. მომავალში ვალები არ უნდა გადაიტანოთ.

♒მერწყული

წადით კომპრომისებზე მიიღეთ ის რეალობა, რომელიც გაქვთ. დაფიქრდით რა გაქვთ შესაცვლელი თქვენში და რა გიშლით წარმატებაში ხელს.

♓თევზები

დღეს ემოციური დღე გექნებათ. შესაძლოა თქვენმა ახლობლებმა და ნათესავებმა გული გატკინოთ. ან გარკვეული სირთულეები ჰქონდეთ მათ და თქვენი დახმარება იყოს საჭირო.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

⭕ როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის უახლესი პროგნოზი

🎥 „ვაფრენ, რა ლამაზი ხარ“ - ლინდა ადამიას ცეცხლოვანი ვიდეო სანაპიროდან