Digest Logo

„შესაძლოა, წარსულიდან ადამიანი გამოჩნდეს...“ - რეტროგრადული ვენერა: ნინა ხომერიკის ასტროლოგიური პროგნოზი

1789966979
ნინა ხომერიკი

„3 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით, პლანეტა ვენერა ხდება რეტროგრადული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ეს პერიოდი ძირითადად ეხება სიყვარულის, ურთიერთობების, ფულისა და პირადი ღირებულებების გადახედვას, დაკავშირებულია წარსულ სიყვარულთან, გრძნობებთან, ემოციებთან, რთულ ურთიერთობებთან და ისეთ პირად ცხოვრებასთან, რომელსაც ჰქონდა თავის პირობები და წესები.

ვენერა მორიელში არ არის ძლიერი, ის ამ ნიშანში განდევნილია, ამიტომ, ყველა ის ურთიერთობა, რომელიც ამ პერიოდში აქტიურდება, შესაძლოა იყოს უცნაური, არასტანდარტული, დაძაბული, გულისხმობდეს ურთიერთობების გარკვევას“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიზიარებს:

„🫂 პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია:

წარსულიდან ადამიანის დაბრუნება ან ძველმა ემოციებმა შეგახსენოთ თავი, ასეთ პერიოდში, ხშირად ჩნდება კითხვები: „ვინ ვარ მე შენთვის,“ „რა როლი მაქვს შენს ცხოვრებაში,“ ან „რეალურად რას ველოდები ამ ურთიერთობისგან,“ გვჭირდება ახსნა, საუბარი, რაღაცეებში გარკვევა და ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაძლებელია, არსებულ ურთიერთობებში, ზედაპირზე ამოვიდეს ძველი წყენები, უთანხმოება, ასეთ პერიოდში ახალი ურთიერთობების დაწყება, როგორც წესი არ არის პერსპექტიული, თუმცა, მისი შედეგების დანახვა მოგვიანებით ხდება შესაძლებელი, აგრეთვე მოსალოდნელია დროებითი დაშორება ან დისტანცირება, იმისათვის, რომ ურთიერთობა თავიდან შეფასდეს.

🔴 არ არის რეკომენდირებული:

1. წარსული ემოციების გახსენების გამო, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ყოფილ პარტნიორთან დაბრუნება;

2. ამ პერიოდში ერთხელ წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, არ არის სასურველი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაშორება;

3. სჯობს თავი შეიკავოთ და არ დათანხმდეთ ნიშნობას ან ქორწინებას, ვინაიდან, რაც არ უნდა დიდი ხნის იყოს თქვენი ურთიერთობა, მისი ოფიციალური ათვლის აღება მოხდება რეტროგრადული ვენერას პერიოდში, რაც რა თქმა უნდა მომავალში უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენს ურთიერთობებზე;

4. ასევე, არ არის რეკომენდებული ძველი წყენების იმპულსურად გახსენება და კონფლიქტების გამწვავება.

💵ფინანსებთან ურთიერთობაში აუცილებელია:

გადაიხედოს ხარჯები, მოსალოდნელია ძველი ფინანსური საკითხების ხელახლა გააქტიურება, არ არის რეკომენდებული ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება, ძვირად ღირებული ნივთების ან დიდი შენაძენების გაკეთება და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, თქვენგან მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმებების დადება. ვენერას რეტროგრადს შეუძლია შეცვალოს თქვენი დამოკიდებულება ფულისა და მატერიალური უსაფრთხოების მიმართ.

🔴 არ არის რეკომენდირებული:

1. ძვირადღირებული ნივთების ან ქონების სპონტანური და ემოციურ ფონზე შეძენა;

2. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს დიდი ფინანსური გარიგებები და ინვესტიციები, ეს ყველაფერი უმჯობესი იქნება გადადოთ მის დირექტიულ მოძრაობამდე;

3. თუ საქმე არ იცდის და ამ პერიოდში გიწევთ საქმიან ან პირად პარტნიორთან საერთო ფინანსებზე შეთანხმება, მაშინ აუცილებელია ყველა პირობა იყოს დოკუმენტალურად გაფორმებული;

4. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული სამკაულის, ხელოვნების ნიმუშების ან სხვა ფუფუნების ნივთების შეძენისგან, ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით თუ იძენთ კერძო პირისგან, აუცილებლად ჩაუტარეთ თქვენს სასურველ ნივთს ექსპერტიზა და არავის არ ენდოთ ზეპირად.

💄🥰გარეგნობა და იმიჯი:

ვენერას რეტროგრადის პერიოდში, ადამიანებს ხშირად უჩნდებათ გარეგნობის შეცვლის სურვილი, თუმცა, არ არის რეკომენდებული რადიკალური ცვლილებების ან შეუქცევადი, კოსმეტიკური პროცედურების გაკეთება, სანამ ვენერა არ გადავა დირექტიულ მოძრაობაში.

🔴 არ არის რეკომენდირებული:

1. რადიკალურად იმიჯის ცვლილება;

2. განსაკუთრებით მოერიდეთ შეუქცევად კოსმეტიკურ ჩარევებს;

3. უმჯობესი იქნება გადადოთ ნებისმიერი სახის პლასტიკური ოპერაციები ან სერიოზული პროცედურები.

🟢 კარგი პერიოდია:

ძველი ურთიერთობების გადახედვისთვის, ყოფილი პარტნიორის მიმართ საკუთარი გრძნობების გაანალიზებისთვის; ფინანსების მოწესრიგებისთვის; ძველი ნივთების ან ტანსაცმლის გადარჩევისთვის; ურთიერთობაში დაგროვილი პრობლემების მშვიდად განხილვისთვის და იმის გასარკვევად, თუ რას ეძებთ რეალურად სიყვარულში და როგორი სახის ფინანსური სტაბილურობა გსურთ, რომ გქონდეთ მომავალში.

✅ ამ პერიოდის მთავარი პრინციპია:

შევაფასოთ და გადავამოწმოთ, ვიდრე იმპულსურად დავთანხმდეთ და დავიწყოთ ახალი.

ვენერას რეტროგრადი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

♉️ კუროსა და ♎️ სასწორისთვის, ვინაიდან, ის მათი მმართველი პლანეტაა, ასევე მნიშვნელოვანია თუ ნატალური ვენერა დგას თქვენს 1-ელ, მე -4-ე, მე- 7-ე ან მე-10-ე სახლებში, ან თუ ტრანზიტული ვენერა აკეთებს ნატალურთან შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას და ასევე თუ პირად რუკაში, თქვენი ნატალური ვენერა რეტროგრადულია. ეს ტრანზიტი ძლიერ გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, ვისაც დატვირთული აქვს ♏️ მორიელის ნიშნის 9°-დან – 0°-მდე ან ♎️ სასწორის 23°დან – 30° გრადუსები, განსაკუთრებით თუ ამ დიაპაზონში ხვდება ნატალური ვენერა, 🌞 მზე, 🌙 მთვარე ან ASC.

♈️ ვერძი: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე-7-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს ისეთ თემებს, რაც დაკავშირებულია პარტნიორობასთან, ქორწინებასთან და ყოფილ ურთიერთობებთან.

❤️ სიყვარული: მოსალოდნელია ძველი ურთიერთობის, გრძნობის, პარტნიორის, ან დაუმთავრებელ საუბრებთან დაბრუნება, იმისათვის, რომ შეძლოთ საბოლოოდ გააცნობიეროთ, რომ ეს კავშირი დასრულებულია და სამუდამოდ ჩააბაროთ წარსულს.

💵 ფინანსები: მოერიდეთ იმპულსურ ფინანსურ ხარჯებს და დიდ შენაძენების გაკეთებას. გაფრთხილება: არ მიიღოთ ემოციური გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით თუ ეს ძველ ურთიერთობაში დაბრუნებას გულისხმობს.

♉️ კურო: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 6-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს სამსახურის, რუტინისა და ვალდებულებების საკითხებს.

❤️ სიყვარული: მოსალოდნელია მოიტანოს არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი გადაფასება, ადრე გადაუჭრელი საკითხების კვლავ გააქტიურება და ძველი პარტნიორის დაბრუნება, შეტყობინების, ზარის, უეცარი შეხვედრის ან უბრალოდ ხელახლა გააქტიურებული კონტაქტის სახით, რაც გამოიწვევს არსებული ურთიერთობისა და წარსულიდან დაბრუნებული ადამიანის და გრძნობების ერთმანეთთან დაპირისპირებას.

💵 ფინანსები: ყველა ის საკითხები, რაც დაკავშირებულია: ძველ ვალებთან, დაუსრულებელ ანგარისწორებასთან, ქონებასთან, ფინანსურ ხელშეკრულებებთან, შეთანხმებებთან, შეცდომებთან და დაგვიანებული თანხების მიღებასთან, კვლავ ხდება აქტუალური და საჭიროებს მოგვარებას.

🔴 სიფრთხილე გამოიჩინეთ და აკონტროლეთ, რომ არ აგერიოეთ სამსახურეობრივი, პირადი და პროფესიული ურთიერთობები.

♊️ ტყუპები: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 5-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს სიყვარულს, გრძნობებს, ემოციებს, შვილებსა და შემოქმედებით ნაწილს.

❤️ სიყვარული: ამ პერიოდში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, გაარკვიოთ, რატომ მოხდა თქვენი დაშორება, ერთ-ერთმა მხარემ აღიაროს ის, რაც მაშინ არ ითქვა, შეიძლება გაჩნდეს შერიგების სურვილი ან პირიქით ამ საუბარმა საბოლოოდ დაგანახოთ, რომ ეს ურთიერთობა დასრულებულია.

💼 საქმე: შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას, დაუსრულებელ პროექტს, ძველ კლიენტებს, საქმიან პარტნიორებს, კვლავ აქტუალური გახდეს ძველი შეთავაზება ან გადაიხედოს და დაკორექტირდეს წარსულში დადებული ხელშეკრულების პირობები.

🔴 გაითვალისწინეთ: ძველი გრძნობების დაბრუნება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა ახლა უკეთესი იქნება.

♋️ კირჩხიბი: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე-4-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს ოჯახთან, სახლთან, წინაპრებთან და წარსულთან დაკავშირებულ საკითხებს.

❤️ სიყვარული: მოსალოდნელია ყოფილი პარტნიორის კვლავ გამოჩენა ძველი გრძნობების გააქტიურება, რაც ორივე მხარემ დაეხმარება გაიაზროს და ჩამოყალიბდეს, სურთ თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.

🏠 ოჯახი: აქტუალური ხდება წარსულიდან ისეთი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია: სახლის შეცვლასთან, გაყიდვა - გაყოფასთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებასთან, ასევე ზედაპირზე ამოდის ძველი წყენები, უთანხმოება, მემკვიდრეობა და მოუგვარებელი ქონებასთან დაკავშირებული საბუთები.

🔴 სიფრთხილე გმართებთ, რომ არ გამწვავდეს ძველი ოჯახური წყენები.

♌️ ლომი: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე -3-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს კომუნიკაციებს, შეხვედრებს და ძველ კონტაქტებს.

❤️ სიყვარული: პირად ურთიერთობაში, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ნამდვილად გიყვარს თუ არა პარტნიორი ისე, როგორც ადრე. შეადაროთ დღევანდელი ურთიერთობა წარსულ გამოცდილებასა და დაიწყოთ ფიქრი იღებთ თუ არა ამ ურთიერთობაში საკმარის სიყვარულს, ყურადღებასა და პატივისცემას. თუ ურთიერთობა აღარ გაკმაყოფილებთ, შეიძლება გაჩნდეს დისტანცირებისა და ცვლილების სურვილი ან თუ სიყვარული ძლიერია, პირიქით, ამ პერიოდმა შეიძლება დაგანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი თქვენთვის და გაჩნდეს ურთიერთობის მეტად გაძლიერების სურვილი.

💵 ფინანსები: ამ პერიოდმა, შესაძლოა დაგაფიქროთ რამდენად სწორი იყო ადრე გაკეთებული შენაძენები. აქტუალური გახდეს ძველი გადაწყვეტილებების შეცვლა, გაყიდვის ან ყიდვის ხელახლა განხილვა, ასევე ძველი ვალდებულების პირობების გადახედვა ან გადანაწილება. პარტნიორთან, ნათესავთან ან ბიზნესთან დაკავშირებული ძველი შეთანხმების კორექტირება. გააცნობიერებთ, რომ ფულს ისეთ რამეებზე ხარჯავთ, რაც რეალურად აღარ გჭირდებათ. კვლავ განხილვის საგანი გახდეს ძველი სამსახური, პროექტი ან შემოსავლის წყარო.

🔴 საყურადღებოა, რომ არ მოახდეს წარსულში არსებული საუბრების არასწორი ინტერპრეტაცია.

♍️ ქალწული: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე -2-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს ფინანსებს, შემოსავალებს, პირად რესურსებსა და თვითღირებულების საკითხებს.

❤️ სიყვარული: ურთიერთობის მიმართ თქვენი მოლოდინები იცვლება, ადრე თუ ყურადღება, სტაბილურობა ან ერთგულება საკმარისად გეჩვენებოდათ, ახლა შეიძლება მეტი მოგინდეთ. გაგიჩნდეთ კითხვა: „რა გინდათ ამ ურთიერთობიდან“, შესაძლოა დაბრუნდეს კონკრეტული ყოფილი პარტნიორი, ძველი ურთიერთობის მოგონება ან იმ პერიოდთან დაკავშირებული ემოცია და ზოგ შემთხვევაში გახსენებას რეალური კონტაქტიც მოჰყვება.

💵 ფინანსები: დიდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე აუცილებელია ყურადღებით გადაამოწმოთ დეტალები, ყველა საბუთი, რომელიც დაკავშირებულია უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებასთან და დამატებით ხარჯებთან. ზედმიწევნით წაიკითხეთ ყველა ფინანსური პირობა და არ გამოტოვოთ არაფერი. არ გააკეთოთ იმპულსური და ძვირადღირებული შენაძენები.

🔴 აუცილებელია: მოხდეს ძველი ხარჯების ან ფინანსური გადაწყვეტილებების გადახედვა და კორექტირება.

♎️ სასწორი: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ 1-ელ სახლში ხვდება, რაც არის თქვენი „ეგო“-ს, პიროვნების, გარეგნობის, იმიჯისა და თვითშეფასების სიმბოლო.

❤️ სიყვარული: მოსალოდნელია ძველი პარტნიორის, გრძნობის ან დაუსრულებელი ურთიერთობის კვლავ გააქტიურება. ასევე აქტუალური ხდება დარჩენილი წყენები, პასუხგაუცემელი კითხვები ან გაურკვეველი მიზეზები, რის გამოც ურთიერთობა დასრულდა. თუ ამჟამად ხართ აქტიურ ურთიერთობაში თქვენი პარტნიორის ქცევამ შეიძლება წარსულში განცდილი სიტუაცია გაგიმეოროთ და დაგანახვოთ, რა გინდათ და რა აღარ გინდათ, რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში. რეტროგრადული ვენერა უფრო ხშირად გულისხმობს გადახედვასა და გარკვევის პერიოდს, ვიდრე წარსულში დაბრუნებას.

🫂 პირადი ცხოვრება: ეს უფრო არის საკუთარი სურვილებისა და არჩევანის გადაფასების ეტაპი. შეიძლება შეგეცვალოთ წარმოდგენა იმაზე, როგორი პარტნიორი და ურთიერთობა გჭირდებათ. ადრე მისაღები ქცევა ახლა აღარ იქნება მისაღები და უფრო მკაფიოდ დაინახავთ თქვენს საზღვრებს. ასევე გადააფასებთ, რაში ხარჯავთ ფულს და რა არის თქვენთვის რეალურად ღირებული.

რეტროგრადული ვენერას დროს შეიძლება მოგინდეთ: სტილის შეცვლა; თმის ან გარეგნობის ცვლილება, მაგრამ რეტროგრადის დროს ძალიან რადიკალური და შეუქცევადი ცვლილებების გაკეთება არ არის რეკომენდებული.

♏️ მორიელი: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 12-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს ფარულ გრძნობებს, წარსულ ემოციებს, შიშებს, ფობიებს და დაუმთავრებელ კავშირებს.

❤️ სიყვარული: თავს გაგახსენებთ ისეთი ადამიანი, რომელიც თითქოს უკვე დავიწყებული გყავდათ, კვლავ გაცოცხლდება ძველი ემოციები და ფარული გრძნობები, ასევე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს მიმართ გრძნობა ჰქონდა ადამიანს და აქამდე არ გამოხატავდა.

❎ ემოციურად: შინაგანად შეიძლება ვეღარ დაკმაყოფილდეთ არსებული გაურკვევლობით და მოგინდეთ, ზუსტად გაიგოთ, რას გრძნობთ ან რას გრძნობს სხვა ადამიანი თქვენს მიმართ და მოინდომოთ გაარკვიოთ, ნამდვილად გინდათ კონკრეტული ადამიანი თუ უბრალოდ მონატრება ან შეჩვევა გაქვთ მის მიმართ, ასევე შესაზლებელია გააქტიურდეს, ის ემოციები რომელსაც სხვებს ვერ უმხელთ და არ ამჟღავნებთ, რასაც შეუძლია გარკვეული დროით გამოიწვიოს ემოციური დაბნეულობა.

✅ ამ პერიოდის მთავარი კითხვაა: მართლა გინდათ ძველი პარტნიორის დაბრუნება, თუ უბრალოდ წარსულმა ემოციებმა გაგახსენათ თავი.

♐️ მშვილდოსანი: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 11-ე სახლში ხვდება, რაც არის მეგობრების, სოციალური წრის, ურთიერთობების, არჩევანის და ნაცნობების სიმბოლო.

❤️ სიყვარული: მოსალოდნელია გააქტიურდნენ ძველი ნაცნობები, მეგობრები, პარტნიორი, პროექტები, ინტერესები ან მოინდომოთ დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას.

💵 ფინანსები: თუ მეგობრებთან ან ნაცნობებთან გაკავშირებთ ფინანსური ინტერესები, აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი თავიდან, ვინ რამდენს დებს და ვინ რამდენს იღებს. ზუსტად დააფიქსირეთ თანხა და დაბრუნების პირობები. წინასწარ განსაზღვრეთ ხარჯები, შემოსავალი და მოგების განაწილება. თუ გსურთ მეგობართან ან პარტნიორებთან ერთად ხელშეკრულების გაფორმება, ყურადღებით წაიკითხეთ ფინანსური პირობები.

🔴 საყურადღებოა: ვის რა წილი აქვს, როგორ ნაწილდება მოგება, ვინ აგებს პასუხს დანაკარგზე და რა ხდება პროექტიდან გასვლის შემთხვევაში. ასევე ერთმანეთში ნუ აურევთ მეგობრობას და რომანტიულ გრძნობებს.

♑️ თხის რქა: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 10-ე სახლში ხვდება, რაც განსაკუთრებით ააქტიურებს კარიერის, სტატუსის, იმიჯს, მდგომარეობისა და პროფესიული ურთიერთობების საკითხებს.

❤️ სიყვარული: შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი პარტნიორი, რომელიც დაკავშირებული იყო თქვენს სამსახურთან, პროფესიულ წრესთან ან საერთო საქმიანობასთან, ანუ ისეთი ადამიანი, ვისთანაც ადრე პროფესიული და პირადი ურთიერთობა ერთდროულად გქონდათ. გადააფასოთ წარსული და მისი გავლენა თქვენს კარიერაზე ან ცხოვრების მიმართულებებზე. ეს არის წარსულ სიყვარულს + კარიერა და სტატუსი + დღევანდელი თქვენი არჩევანი.

💼 კარიერა: მოსალოდნელია პროფესიული ურთიერთობებისა და მიზნების გადაფასებაც, რაც გულისხმობს: ხელმძღვანელთან ურთიერთობას, რამდენად სამართლიანია მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ და გაკმაყოფილებთ თუ არა; გრძნობთ თუ არა კომფორტულად თავს კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან; გსურთ თუ არა კვლავ გააქტიურდეს ძველი პროფესიული კონტაქტები, წარსულში მიღებულ პროფესიულ გადაწყვეტილებების კუთხით, სწორად აირჩიე თუ არა ადამიანი, კომპანია ან მიმართულება; ღირს თუ არა ძველ სამუშაო გარემოსა და პირობებში დარჩენა.

🔴 გაფრთხილება: ურთიერთობის გამო, პროფესიულ საკითხებში ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

♒️ მერწყული: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 9-ე სახლში ხვდება, რაც განსაკუთრებით ააქტიურებს უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლასთან, ცხოვრებისეულ შეხედულებებთან და საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

❤️ სიყვარული: რეტროგრადული ვენერა ზოგჯერ ძველ ურთიერთობებს ან ძველ გრძნობებს ააქტიურებს, მე-9 სახლის გამო ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ პარტნიორთან, შორ მანძილზე არსებულ ურთიერთობასთან, ძველ მოგზაურობასთან ან ადამიანთან, რომელიც სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ მთავარი თემა, ამ შემთხვევაში ძველ ურთიერთობებში დაბრუნება არ არის, არამედ მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოცდილებით, ისევ გინდათ თუ არა ამ ადამიანთან ის მომავალი, რომელიც ადრე წარმომედგინათ, ანუ მთავარი კითხვაა არა „ვინ გიყვართ“, არამედ „ვისთან და როგორი მომავალი გსურთ“.

💵 ფინანსები: ვინც ამ პერიოდში გეგმავს უცხოეთთან, მოგზაურობასთან ან სწავლასთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებას, აუცილებელია ყველა ხარჯები დეტალურად გადაამოწმოთ, მაგალითად: უცხოეთში გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯები, ვიზა, ბინადრობა, საბუთები, თარგმანი, უცხოეთიდან ან უცხოეთში თანხის გადარიცხვები, უცხოელ პერტნიორებთან ან კომპანიასთან ფინანსური შეთანხმებები. თუ გეგმავთ უბრალოდ მოგზაურებას მაშინ ყურადღება მიაქციეთ: ავიაბილეთის ან სასტუმროს ღირებულებას, ჯავშნის პირობებსა და საჭიროების შემთხვევაში მისი გაუქმების წესებს, დამატებით გადასახადებს და უკვე დაგეგმილი მოგზაურობის ბიუჯეტს.

🔴 საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ დაპირებები და რეალობა არ აღმოჩნდეს შეუსაბამო.

♓️ თევზები: რეტროგრადული ვენერა თქვენს ასტროლოგიურ მე- 8-ე სახლში ხვდება, რაც განსაკუთრებით ააქტიურებს საერთო ფინანსებს, ვალდებულებებს, ფიზიკურ ურთიერთობებს და ექსტრიმებს.

❤️ სიყვარული: შეიძლება გააქტიურდეს ურთიერთობაში ადრე გადაუჭრელი საკითხები მაგალითად: ძველი წყენები, რომელიც თითქოს უკვე დავიწყებული იყო, ეჭვები, პარტნიორის დაკარგვის შიში, ძლიერი მიჯაჭვულობა ან დამოკიდებულება, თავი გაგახსენოთ ადრე განცდილმა ღალატის გრძნობამ ან იმედგაცრუებამ, უთქმელმა სექსუალურმა ან ემოციურმა სურვილევმა და ძველი ურთიერთობის მიმართ დარჩენილმა გრძნობებმა.

💵 ფინანსები: საერთო ფული, ვალი ან პარტნიორის ფინანსები ყურადღებას მოითხოვს, რაც შეიძლება გულიხმობდეს: მეუღლესთან ან პარტნიორთან საერთო ანგარიშისებს, საერთო დანაზოგებს, ხარჯებს, ბინის, მანქანის ან სხვა ქონების ერთობლივ შენაძენებს, ვინ რამდენს იხდის და რა პასუხისმგებლობა აქვს. ეს პერიოდი მოგიტანთ ნდობისა და ემოციური კავშირების გადაფასებას“, - წერს ნინა ხომერიკი.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა - რას ნიშნავს და რას აკეთებენ ხოლმე ამ დღეს, წარმატების მოსაზიდად

⭕მაკა კვიციანმა მეოთხე შვილი მონათლა - კადრები წვეულებიდან

⭕„რა ლამაზია ქალი სწორი მამაკაცის გვერდით“ - შორენა ბეგაშვილი ახალ ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს