
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც უახლოესი პერიოდის ასტროპროგნოსსა და პლანეტა ურანის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში შესვლაზე წერს:
„ჩვენ უკვე შევდივართ მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და ხმაურიან ფაზაში, ეს კი იმითაც აიხსნება, რომ 2025 წლის 7 ივლისს, მოულოდნელობებისა და ინოვაციის მმართველი პლანეტა ურანი დატოვებს კუროს ზოდიაქოს და 2032 წლამდე გადაინაცვლებს ტყუპების ნიშანში.
თუ რა სახის ცვლილებებთან გვექნება საქმე და როგორ მოვემზადოთ იხილეთ ამ პოსტში:
ურანი - ეს არის ცვლილებების, რევოლუციის, აჯანყების, ტექნოლოგიური მოწყობილობების და გაერთმნიშვნელიანების, მასობრივი სოციალური პროცესების მმართველი პლანეტა.
ჯერ კიდევ, როდესაც 2018 წელს იგი აღმოჩნდა კუროს ზოდიაქოში - ვთქვით, რომ ნელ-ნელა მთელი დედამიწა გადაეწყობოდა ელექტრო.ბარათების და დისტანციური სერვისების ეტაპზე. ურანმა რომ კუროს ნიშანი გაიარა, ამ 7 წლის მანძილზე ვიხილეთ მოულოდნელი ომებიც მიწის გამო, ასევე ნაღდი ფულის ხმარებიდან ამოღება და აბსოლუტურად სხვა სისტემების დანერგვა, რადგანაც კურო მატერიალური სამყაროს მატარებელია.
რას შეიძლება ველოდოთ ურანის ტყუპებში ინგრესიაზე? აქ, ურანი მოიტანს საოცარ გონებრივ გაელვებებს. უამრავ ადამიანს ძალიან მაგარი იდეები მოუვათ თავში. ურანი ეს ხომ ნათებაა, რომელ გაელვებაზეც მაღლა ვწერდი. შესაძლოა უცაბედი გონებრივი გახსნა ან გეგმის შემუშავება დაიწყოთ, რაც სწრაფ ტემპში მიგიყვანთ სერიოზულ შედეგებამდე ან თუ კარგად არ იქნება გაწერილი სრულ დესტრუქციამდე.
ტყუპები - ეს ინტელექტუალური ნიშანია. მართავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უფრო სკოლებს და საბავშვო ლიცეუმებს, ასევე დაკავშირებულია პიარ-მარკეტინგთან, სატელევიზიო მაუწყებლობებთან და საზოგადოებრივ უეცარ გაცნობებთან.
ამ კუთხით, ჩვენ მომდევნო 7 წლის მანძილზე გვექნება სრული რევოლუცია. ძალიან ბევრი ტელევიზია, ნაწილობრივ, რადიოც უბრალოდ შეწყვეტს არსებობას, თუ არ დაექვემდებარებიან ცვლილებებს. დაემშვიდობებით ტრადიციულ გადაცემებს, იმ ძველ გაწერილ პროტოკოლს, რაც მანამდე იყო და შეიქმნება სულ ახალი, იქნება ეს ინტერნეტპოდკასტები თუ სხვა.
თქვენ დაინახავთ აბსოლუტურად ახალ და ნარჩევ საზოგადოებას, ოღონდ ამ სოციუმიდანაც უნდა გამიჯნოთ ვინ თეთრია და ვინ შავი, რა მისაღები და რა მიუღებელი. ბევრ ნიჭთან ერთად, ბევრი სიბოროტეც ამოვა ზედაპირზე და დაპირისპირებები მრავლად გვექნება.
ურანის ტყუპებში მოძრაობისას ჩვენ დავიწყებთ საუბარს და ასევე, წერას ახალი გზებით და დამაკავშირებელი ბერკეტი ისევ ტექნიკა აღმოჩნდება.
ჩვენ, არის შანსი იმისა, რომ გვქონდეს ახალი სარკე ხელოვნური ინტელექტის სახით, სადაც სინთეზში გაკეთდება სენსორული ეკრანების და სმარტფონების ნეირონული შაბლონირება, რაც ავტომატურად მოიტანს ახალ მსოფლიო წესრიგს.
ვიხილავთ ჰაერში მყოფ ელექტრო ტაქსებსაც, რაც უკვე დაიტესტა!
განათლების სისტემა ძირფესვიანად განიცდის რეორგანიზაციას. არაა გამორიცხული, რომ ტექნიკა კიდევ უფრო დიდი დოზით შევიდეს სკოლებში, აგრეთვე, დაინერგოს ორიგინალური სწავლების მეთოდები, გაძლიერდება ამ ცვლილებების სურვილიც, თუმცა ვნახოთ რამდენად სასიამოვნო აღმოჩნდება ეს ნაბიჯები, მთავარია ზუსტი და საჭირო რეფორმები გატარდეს. სწავლაშიც კი კომუნიკაციის ახალ ფორმებს ვიხილავთ.
სხვათა შორის, ურანი ტყუპებში მოძრაობდა II მსოფლიო ომის დროსაც, 1941-1949, ასევე: 1859-1966, 1774-1782, 1690-1698, 1606-1614 და 1523-1530 წლებში.
ყველა ამ პერიოდებში იკვრებოდა საინტერესო კოალიციური გაერთიანებები, გუნდები, იყო ტექნოლოგიური ახალი მიღწევები და სამეცნიერო აღმოჩენები, ბუნებრივია, კონფლიქტებთან ერთად.
ურანი ტყუპებში იმყოფებოდა მაშინაც, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს, დაახლოებით 1444 წელია ეს, რამაც ცოდნაზე წვდომა არნახული მასშტაბით გაზარდა. ასე იქნება ახლაც, ცოდნისმიერი ტექნოლოგიური გათვლები ამ შვიდწლედში ფართოდ გაიღება.
1523-25 წლებში გლეხთა აჯანყება, საფრანგეთის რევოლუციამდე, ევროპაში ყველაზე მასშტაბური აჯანყება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ორ წელიწადში ჩაახშვეს და ასობით ათასი გლეხის სიკვდილი გამოიწვია, ეს ძლიერი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ აჩქარებს ურანი ტყუპებში დაპირისპირებულ თვალსაზრისებს შორის კონფლიქტს. რელიგიური ომები 120 წელზე მეტხანს გაგრძელდა, ურანის ერთ-ნახევარი ციკლი.
ურანი კვლავ ტყუპების ნიშანში იყო 1607 წელს, როდესაც პირველმა საჯარო ბიბლიოთეკამ, მილანში მდებარე ბიბლიოთეკამ „მბროსიანამ“, პროტესტანტი მეცნიერების საპასუხოდ კარი გააღო. მისი მიზანი იყო „ადამიანური და ქრისტიანული ღირებულებების პოპულარიზაცია მეცნიერებისა და კულტურის მეშვეობით კათოლიკური ეკლესიის სამსახურში“. ურანის ტყუპებში ამ პასაჟმა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ წაკითხული წიგნის, ბიბლიის მეფე ჯეიმსის თარგმანის გამოცემა გამოიწვია. პირველად 1611 წელს გამოქვეყნდა, ის ცნობილია თავისი პოეტური კადენციითა და სილამაზით, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ენასა და აზროვნებაზე.
ესოდენ, ახლაც ურანი ტყუპებში შევა და მერწმუნეთ, რომ არ მოვიწყენთ, პირიქით, ბევრ საინტერესო ვინმეს და რამეს წავაწყდებით, ახალ-ახალი სწავლების, ჯგუფთა გაერთიანების, აღმოჩენების და სადემარკაციო ხაზების გავლის პერიოდი დგება, რაც გადამწყვეტი იქნება შემდგომი დედამიწის არსებობისთვის!
სწორედ, ამ დროში გაირკვევა საბოლოო მიზანი, თუ საით მიდის კაცობრიობის მომავალი! ეს იქნება, მათ შორის, ქვეყნების, მეზობელი ქვეყნების ახლებური გადანაწილება, როგორც მიწების, ისე ძალაუფლების და ვიხილავთ ახალ მსოფლიო წყობას, რაზედაც საუბარი, ჯერ კიდევ, წლების წინ მქონდა!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: