Digest Logo

🎥 „როგორ შეიძლება, ადამიანს საშინელებები აკადრო და მერე საუკეთესო მეგობრები იყოთ - როგორ ხდება ეგ?!“ - ვის მიმართავს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე?

1751632320
რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.

რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად იგი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც „ცრუ“ მეგობრობაზე საუბრობს და კონკრეტულ პირებს მიმართავს, თუმცა ადრესატებს არ ასახელებს:

„ისე ვღიზიანდები, მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა.

ახლა შემხვდა კონკრეტული ადამიანების „სთორები“, რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. „საუკეთესო მეგობრებს“ უწოდებენ ერთმანეთს და ა.შ. ზუსტად ვიცი რამდენიმე კვირის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, კიდე მსუბუქი სიტყვაა - როგორ ხდება ეგ?!

ასე როგორ დავკარგეთ სინამდვილე, სამართალი, გულწრფელობა? როგორ შეიძლება ადამიანს საშინელებები აკადროთ?! შეიძლება შემდეგ აპატიოთ ერთმანეთს, მესმის.

როგორ ან რატომ ლანძღავთ ერთმანეთს, ან შემდეგ როგორ მეგობრობთ.

მგონია, რომ ასეთ რაღაცებზე უნდა ვისაუბროთ, ან მე ვისაუბრებ.

სიყვარული ძალიან კარგია, მაგრამ როცა ნამდვილია და გულწრფელია.

ძალიან ნერვები მეშლება, მაგრამ მე რატომ მეშლება თითოს ჩემზე იყოს“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე ვიდეოში.

იხილეთ ვიდეო:👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაიღიმე, თუ გინდა გყავდეს სხვა შეყვარებული…“ - გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი რჩეულის სახალისო კადრები

🎥 საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის ახალი ფორმა წარადგინა

🎥 ცივი ზაფხული... რა ახდენს გავლენას ამინდის მკვეთრ ცვლილებაზე? - სპეციალისტის განმარტება