Digest Logo

🎥 „შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ...“ - 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

1726470170
ნინა სუსლოვა

ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, 16 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანი დაახასიათა.

როგორც ნინა სუსლოვამ განმარტა, 16 სექტემბრის მმართველი ციური სხეული მთვარეა, შესაბამისად დღე ემოციებით დატვირთული იქნება. მისი თქმით, გადაადგილებისთვის არახელსაყრელი დროა და არ შეიძლება თმის შეჭრა.

♈ ვერძი

მნიშვნელოვანია თქვენს გეგმებსა და მიზნებში ჩამოყალიბდეთ, დღევანდელი დღის ენერგიამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ და წყობიდან არ უნდა გამოგიყვანოთ. თუ სწორად იმოქმედებთ დღე ნაყოფიერად ჩაივლის. ისწავლეთ კონცენტრაცია და დეტალებზე ყურადღების მიქცევა.

♉ კურო

ენდეთ ინტუიციას და შეგიძლიათ გადააფასოთ ურთიერთობები. შესაძლოა დაასრულოთ ძველი ამბები. სწორი თვალით შეხედეთ რეალობას და რელევანტურად იმოქმედეთ.

♊ ტყუპები

შესაძლოა ეს დღე მძიმე აღმოჩნდეს თქვენთვის, რადგან წამოვიდეს დაუმსახურებელი კრიტიკა. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ კონფლიქტს. მცირე უთანხმოება გექნებათ ოჯახის წევრებთან.

♋ კირჩხიბი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. თუ ვინმესთან რაიმე მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტა გინდათ, ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო დღეა. შესაძლოა რომანტიკული სიურპრიზებიც მიიღოთ.

♌ ლომი

მეტი პოზიტივი და ენერგიის თქვენს სასიკეთოდ გამოყენება გჭირდებათ. ეცადეთ, რომ იყოთ განსხვავებულები და არ მოექცეთ ჩარჩოებში. გამოდით კომფორტის ზონიდან.

♍ ქალწული

შესაძლოა ეს დღე თქვენთვის რთული იყოს შესაბამისად გირჩევთ, რომ დღეს არაფერი დაგეგმოთ და იყოთ სპონტანურები.

♎ სასწორი

მზად იყავით მოულოდნელი შეხვედრებისთვის, შესაძლოა გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა ეცადეთ, რომ რეალურად შეხედოთ პრობლემებს. წადით კომპრომისებზე, თუმცა ეს თქვენ არ გიჭირთ.

♏ მორიელი

თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. თუ რაიმე მნიშვნელოვან საქმეს დაიწყებთ, ეცადეთ სხვაზე არ იყოთ ორიენტირებულები. არ მოუსმინოთ რჩევებს და ენდეთ საკუთარ თავს.

♐ მშვილდოსანი

მეტი სიფრთხილე და დაკვირვებულობა გმართებთ, რადგან მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვთ. შესაძლოა ვიღაცამ  თქვენი მოტყუება სცადოს ან თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. მაქსიმალური აღქმა და რეალური დაკვირვება გმართებთ ყველა მიმართულებით.

♑ თხის რქა

მიშვნელოვაია შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლოა წყობიდან გამოხვიდეთ. თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ ეს დღე მშვიდად ჩაივლის. არ გათქვათ საიდუმლოებები და ინფორმაცია თქვენთვის დაიტოვეთ.

♒ მერწყული

ყურადღება მიაქციეთ რას როგორ ამბობთ, როგორც ახლობელ ადამიანებთან, ასევე მის გარეთ. შესაძლოა თქვენს სიტყვას გარკვეული რეაქცია მოჰყვეს, ისეთი რომელსაც არ ელოდით.

♓ თევზები

აკონტროლეთ ემოციები თუ გინდათ, რომ დღე მშვიდად ჩაიაროს. მოიყვანეთ ჰარმონიაში თქვენი გონება და ფიქრები. შეხედეთ ყველაფერს ახლებურად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ იტანდა როცა მის მეგობრებს უფროსკლასელები ჩაგრავდნენ...“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის პირველი მასწავლებელი?

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

დღეს, 16 სექტემბერს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო