მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი მძიმე ორთაბრძოლაში 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC- ის ქვემსუბუქი ჩემპიონი გახდა. დვალიშვილის გამარჯვება დიდი დღესასწაული აღმოჩნდა ქვეყნისთვის. დიდი თუ პატარა დილიდან ელოდებოდა დვალიშვილის ოქტაგონზე ხილვას, მან კი გულშემატკივრების იმედი ნამდვილად გაამართლა.
მარგალიტა დვალიშვილი მერაბ დვალიშვილის პირველი მასწავლებელია, რომელიც გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად ვიდეოზარით, სოფელ სურელიდან ჩაერთო, სადაც მოსწავლეზე და მასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მარგალიტა დვალიშვილია სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ჩემპიონს პირველად „მოჩხუბარიძე“ შეარქვა.
„პირველ სექტემბრის ნათელი, მზიანი დღე, სკოლის ეზოში ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ეზოში გავიხედე და დავინახე ახალგაზრდა სიმპათიური ქალბატონი, რომელსაც პატარა ბიჭუნასთვის ხელი ჩაეკიდებინა და ჩემკენ მოჰყავდა. ქალი მომიახლოვდა და ბავშვს უთხრა - „შვილო აი ეს არის შენი პირველი მასწავლებელიო“.
იყო კვირცხლი, მოუსვენარი, სიცოცხლით და ზრდილობით სავსე, მეგობრული ბავშვი. კლასელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩხუბი ძირითადად უფროსკლასელებთან მოსდიოდა. ვერ იტანდა, როცა მის მეგობრებს უფროსკლასელები ჩაგრავდნენ“, - ჰყვება მარგალიტა დვალიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით