Digest Logo

„შეზღუდვებისგან გათავისუფლება, ძველი მოდელების ჩამოშლა, ახალი სოციალური ხედვის ფორმირება...“ - თამარ ხოსროშვილი მერკურის მერწყულში გადასვლაზე

1769063266
თამარ ხოსროშვილი

21 იანვრიდან, კომუნიკაციის, აზროვნების, ინფორმაციისა და გადაადგილების პლანეტა მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადადის. გარდა ამისა, მერწყულში მზე, ვენერა, პლუტონი და მერკური ერთიანდებიან, რაც ქმნის მერწყულის ენერგიის ძლიერ კონცენტრაციას. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:

„☿ → დღეიდან, 21 იანვრიდან, კომუნიკაციის, აზროვნების, ინფორმაციისა და გადაადგილების პლანეტა მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადადის. ამ ცვლილებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ამავდროულად ცაზე მთელი სტელიუმია მერწყულში: მზე, ვენერა, პლუტონი და მერკური ერთ ნიშანში ერთიანდებიან, რაც ქმნის მერწყულის ენერგიის ძლიერ კონცენტრაციას. ამ პერიოდში კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება ისეთი თემები, როგორიცაა შეზღუდვებისგან გათავისუფლება, ძველი მოდელების ჩამოშლა, ახალი სოციალური ხედვის ფორმირება, თანასწორობისთვის ბრძოლა და ინდივიდუალური სიმართლის დაცვა კოლექტიურ სივრცეში.

23 იანვრიდან ამ პროცესს ქმედების პლანეტა მარსიც უერთდება და თხის რქის მკაცრი და სტრუქტურული ენერგია სრულად ტრანსფორმირდება და იხსნება მერწყულის თავისუფლების სულისკვეთებით აღსავსე სივრცეში.

მერკურის ინგრესია მერწყულში ქმნის ძლიერ მენტალურ ფონს: ფიქსირებული ჰაერის ნიშანში გონება მიმართულია მომავლისკენ, აზროვნება ცდილობს საზღვრების გაფართოებას, სტერეოტიპების რღვევას და ახალი ხედვების ჩამოყალიბებას. მერკური თავს კომფორტულად გრძნობს ჰაერის სტიქიაში, სადაც იღვიძებს ინოვაციური აზროვნება, ლოგიკა და ობიექტური ხედვა.

ადამიანები, ვისაც ნატალური მერკური მერწყულში ჰყავთ, ხშირად გამოირჩევიან სკეპტიკურობითა და ანალიტიკური აზროვნებით, მათთვის მნიშვნელოვანია ფაქტები, პრინციპები და ობიექტური სიმართლე. აქ ემოციური გავლენა სუსტდება, რადგან მერკური მერწყულში ცდილობს მოვლენებს დისტანციიდან შეხედოს, რაც აძლიერებს თავისუფალ აზროვნებას. ადამიანი მზად არის მოუსმინოს განსხვავებულ შეხედულებებს, ღიაა სიახლებისადმი და ფიქრობს ჩარჩოებს გარეთ. თუმცა, როგორც ფიქსირებული ნიშანი, მერწყული საკუთარ იდეებში საკმაოდ მყარია და ერთხელ ჩამოყალიბებული პოზიციას, რთულად ცვლის. ეს არის აზროვნება, რომელიც არ ემორჩილება ავტორიტეტს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავტორიტეტია. მერწყული ყოველთვის სვამს კითხვას „რატომ?“ და თუ პასუხი არადამაჯერებელია, სისტემა და წესიც იშლება.

მერწყულის ენერგია ყოველთვის წინ უსწრებს დროს. ის არ ელოდება ჩვენს მზაობას ცვლილებებისადმი, არამედ პირდაპირ გვაჩვენებს, რა მიმართულებით ვითარდება სამყარო და საით მიემართება მომავალი“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ზამთრის ბოლო პერიოდი ძველი პრობლემების მოგვარების, არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და წინსვლის შესაძლებლობას მისცემს

„ეს ისტორიული მოვლენაა, სრულიად ახალ და თანაც მასშტაბურ ციკლს ეყრება საფუძველი!“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

„ავბედით დროში, რასაც გადის დედამიწა და რაშიც გვიწევს ცხოვრება, დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების გარეშე ეს ვერ დამთავრდება“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე