Digest Logo

„ეს ისტორიული მოვლენაა, სრულიად ახალ და თანაც მასშტაბურ ციკლს ეყრება საფუძველი!“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

1769061968
 ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე საუბრობს: 

„ეს რომ არ მოგიყვეთ, არ შეიძლება!  

როგორც იცით, თებერვლის 20 რიცხვში სატურნი და ნეპტუნი ვერძის პირველ გრადუსზე ერთმანეთს შეუერთდებიან! და ეს გრადუსი უბრალო გრადუსი არ გეგონოთ! მზე მას ბუნიობის დღეს ჰკვეთს ხოლმე და მისით იწყება ნამდვილი ახალი წელი დედამიწაზე...

ეს ისტორიული მოვლენაა მეთქი, ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ. სრულიად ახალ და თანაც მასშტაბურ ციკლს ეყრება საფუძველი!

სატურნისა და ნეპტუნის შეერთებები სხვა დროსაც როგორ არ გვქონია, აგერ 1989წლის გაზაფხულზე იყო, ოღონდ თხის რქაში.

ბოლოჯერ სატურნი ვერძის პირველ გრადუსზე 30 წლის უკან იყო, 1996 წლის გაზაფხულზე.მაგრამ მაშინ ნეპტუნი თხის რქაში მოძრაობდა.

როდესაც 1861წელს ნეპტუნი ვერძის პირველ გრადუსზე იდგა, სატურნი იყო ქალწულში. ანუ ისინი ისევ ასცდნენ ერთმანეთს...

ბოლო შეერთება ვერძში ადრეც გითხარით, 1703 წელს ჰქონდათ. მაგრამ პირველ გრადუსზე კი არა, - მე13-ზე.
ასტროლოგიაში კი ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. სად ლამის შუა ზოდიაქოში შეერთება, და სად ზოდიაქოს დასაწყისშივე პირველ გრადუსზე!!

ჰოდა, დავინტერესდი, ნეტა ოდესმე თუ შეხვედრიან ისინი ამ წერტილში ერთმანეთს მეთქი. ანუ რა ციკლის დასასრულთან ვართ იქნებ 1703 წელი მიკროციკლია უფრო დიდ ციკლში? დავიწყე ძებნა...

არაერთი შეხვედრა ამომიგდო პროგრამამ მათი ვერძში შეერთების, მაგრამ ყოველთვის სხვა გრადუსებზე... არა, ეს არა, არც ეს, არც ეს... ვფიქრობდი და უკან უკან ვატრიალებდი დროს...აი, ჩვენს წელთაღრიცხვას ანუ ქრისტეს დაბადებას რომ გადავცდი, კინაღამ ხელი ჩავიქნიე, რადგან ფაქტობრივად ვერძის პირველი გრადუსი ახლაა ბუნიობის წერტილი, 2 ათეული წლის წინათ კი ბუნიაობებიც და ნაბუნიაობიც კუროს, ლომის, მორიელის და მერწყულის პერიოდებს ემთხვეოდა...

ეს ცალკე თემაა და სფინქსებთან მივყავართ... თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ნეპტუნისა და სატურნის ბოლო შეერთებას ვერძის 1-ელ გრადუსზე.

როდის მომხდარა, იცით? ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა დროის მანძილი გვაშორებს ამ მოვლენიდან- ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1742 წლის 4-დან 12 აპრილამდე გრძელდებოდა მათი ამ გრადუსზე ერთად დგომა!!

ქრისტეს შობამდე 18 საუკუნით ადრე, ხალხო!! ბრინჯაოს ხანის დასაწყისი ცენტრალურ ევროპაში! მინოსის კულტურის ზენიტი! ვედური პერიოდის დასაწყისი ინდოეთში! მამონტები ამოწყდნენ მაგ დროს!!

რა თქმა უნდა მინდოდა საქართველოზე მეპოვა რამე... სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია ჩვენი წინაპრების შესახებ ამ პერიოდზე ხელმისაწვდომი არა...

მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ თურმე აგერ ახლა, მარტში, 3 768 წლიანი ციკლი სრულდება და ახალი იწყება!

სრულიად შეუცნობელი, სრულიად განსხვავებული, რადგან სატურნი არის ჩარჩო, ხოლო ნეპტუნი უსაზღვროება.

რას მოიტანს, დაახლოებით რა შეუძლია, მაგაზე უკვე მიდევს პოსტი, თანაც ორი, ჩაუყევით ჩემს კედელს და ნახავთ.

ოღონდ ის არ მკითხოთ ახლა, კონკრეტულად ჩემზე როგორ იმოქმედებსო.

მაგას მირჩევნია, მოვძებნო რამდენი ათასწლეულის მერე აღმოჩნდებიან ეს ორნი ისევ ვერძის 1-ელ გრადუსზე“, - წერს ხათუნა ნოელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ავბედით დროში, რასაც გადის დედამიწა და რაშიც გვიწევს ცხოვრება, დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების გარეშე ეს ვერ დამთავრდება“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

„აუცილებლად აიღეთ ასკეზა 1 თებერვალს! აიღეთ ფურცელი და კალამი, დაწერეთ მასზე თქვენი სახელი და გვარი, შემდეგ...“ - რას გვასწავლის ეზოტერიკოსი

„მერკურისა და პლუტონის ზუსტი შეერთება, რაც აძლიერებს სიტყვის, აზრის, ინფორმაციის გავლენას“ - რა ხდება 22 იანვარს ცის კაბადონზე