Digest Logo

„შუა საუკუნეებში სასიყვარულო მაგიაში აქტიურად გამოიყენებოდა...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

1757696804
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მითოლოგიაში ვარდის სიმბოლოს დატვირთვაზე საუბრობს:

„დღეს პარასკევია, ვენერას დღე, ვენერა კი სიყვარულის, ფასეულობების, სიამოვნებისა და სილამაზის თემებს მართავს.

მოდით გაგაცნობთ სიმბოლოს, რომელიც სიყვარულისა და სილამაზის სხვადასხვა რიტუალებში აქტიურად გამოიყენებოდა  

ვარდი ძალიან მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა, ის განასახიერებს სისუფთავეს, სიწმინდეს, სიცოცხლეს, სიმშვიდეს, ამასთანავე ვნებას, სურვილებს, მწუხარებას და გლოვასაც.

ძველბერძნულ მითში ბუნების ღვთაება ადონისსა და სიყვარულის ღვთაება აფროდიტეს ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა აფროდიტეს მეუღლემ არესმა იეჭვა ადონისის გრძნობების შესახებ და მოკლა იგი. აფროდიტე ეძებდა ადონისს ტყეში, მისი ეკლებისგან დაჩხვლეტილი ტერფებიდან გამოჟონილი ყოველი სისხლის წვეთი კვალად ალისფერი ვარდის ყვავილებს ტოვებდა. სწორედ ამიტომ ვარდი მძაფრ გრძნობებს, ვნებიან სიყვარულსა და ერთგულებასაც განასახიერებს.

ძველ ეგვიპტეში ეს ყვავილი აკლდამებსა და სამარხების კედლებზე გვხვდება.
ბაღებსა და ორანჟერიებში მისი მოყვანა თავიდან საბერძნეთსა და რომში დაიწყეს.

ძველი ბერძნები ვარდის მომრგვალებულ კვირტში მარადისობის სიმბოლოს ხედავდნენ, სხვა ანტიკურ წყაროებში კი ვარდი ახალგაზრდობის სწრაფად დასრულებაზე და ცხოვრების წარმავალობაზე მეტყველებს, ისევე როგორც ვარდის ფურცლების ჭკნობასთან ერთად სეზონის ცვლილებისას, მისი სილამაზეც წარმავალია.

აი რომაელები ვარდს გამარჯვების სიმბოლოდ თვლიდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი მას იდუმალებისა და სიჩუმის ნიშნად იყენებდნენ.

ვარდის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებიც დიდი ხანია ცნობილია.

ტერმინი SUB ROSA - (ლათ.) ვარდის ქვეშ (შეხვედრაზე ვარდის დაკიდების პრაქტიკიდან მაგიდის თავზე ან ჭერზე, როგორც კონფიდენციალურობის სიმბოლო). მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს „ვარდის ქვეშ“ ან კონფიდენციალურობას.

ვარდი ღმერთ ჰორუსის ემბლემა იყო ძველ ეგვიპტეში. მოგვიანებით ბერძნებმა და რომაელებმა იგი დუმილის ღმერთად მიიჩნიეს. ბერძნებმა ჰორუსი თარგმნეს, როგორც ჰარპოკრატე (ოსირუსისა და ისიდას შვილი). ის პატარა ბავშვის სახით გამოისახებოდა, რომელსაც თითი აქვს პირში, ეს ჟესტი აღიქვეს დუმილის ნიშნად.

სწორედ ამიტომ კათოლიკურ ეკლესიაში, სააღმსარებლო ოთახის ხის ზედაპირზე, ბევრგან გადააწყდებით ვარდს, როგორც აღსარების საიდუმლოს შენახვის ნიშანს.

ვარდი ვენერას (აფროდიტეს) ყვავილია. მისმა შვილმა ამურმა (კუპიდონმა) ვარდი აჩუქა დუმილის ღვთაებას ჰარპოკრადეს, დედისადმი ერთგულების ნიშნად.

მასონებს შორის ვარდი დუმილის სიმბოლოა. შიფრები და კოდები, რომლებსაც იყენებდნენ ოკულტისტები, როზენკროიცერები და მასონები ეკლესიისგან გნოზისის (სრულყოფილი ცოდნის) დასამალად, გადაეცემოდა ძმიდან ძმას მაგიდის თავზე დაკიდებული ვარდის ქვეშ, როგორც სუპერსაიდუმლო კომუნიკაციის ფორმა.

ვარდი შუა საუკუნეებში სასიყვარულო მაგიაში აქტიურად გამოიყენებოდა“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გურჯაანში ავარიას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

⭕ვლადიმერ მამუჩაშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

🎥 როგორ გავიქროთ სხეულიდან პაპილომები სახლის პირობებში - სანდრო ჯიბლაძის რჩევები