
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი წერს, რომ დღეს, 6 აგვისტოს სილამაზის, კრეატივისა და პარტნიორობის დღეა:
„6 აგვისტო — სილამაზის, კრეატივისა და პარტნიორობის დღეა.
დღეს, ჩემო ტკბილებო, გამოეწყეთ ისე, რომ სარკეში ჩაიჩურჩულო:
„ღმერთო, რა მაგარი ვარ!“ ან „რა სიმპათიური ვარ!“ - ეს არ არის იმისთვის, რომ სხვებმა შეგამჩნიონ. ეს შენი თავის სიყვარულის დღეა.
შემდეგი ნაბიჯი — შექმენი რაიმე პატარა, მაგრამ შენეული:
დაწერე ლექსი, დახატე ნახატი, ააწყვე ლეგო, მოიფიქრე საცეკვაო კომბინაცია — მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება, მთავარია რომ შინაგანად გაჩნდეს შემოქმედებითი ცეცხლი.
დღეს პარტნიორობაში იბადება მშვენიერი იდეები:
გაერკვევით რთულ სიტუაციაში, მიაღწევთ შეთანხმებას და შესაძლოა ერთად რამე ღირებულიც შექმნათ — ეს ეხება როგორც სიყვარულს, ასევე საქმესაც.
დღის რჩევა:
დაიხვეწე დეტალებში და დაასრულე ის, რასაც დიდი ხანია გადადე. ის პატარა საქმე, რომელიც „კუდივით“ გსდევს — დღესვე დახურე და კიდევ — გაანებივრე თავი!
მასაჟი, სადმე გასვლა, სასიამოვნო შეძენა (მაგრამ არა ტკბილეული ) — ეს დღე შენია სიყვარულისთვის, სიუხვისთვის და ოცნებებისთვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ, შენ დამკარგე“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე
📷 როგორ გამოიყურებოდა თაკო ნაცვლიშვილი მამის 50 წლის იუბილეზე?