
2025 წლის ზაფხული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილებითაა სავსე. პლანეტარული კონფიგურაციები იშვიათ კომბინაციებს ქმნის, რომლებიც არა მხოლოდ განწყობაზე მოქმედებს, არამედ გარდამტეხ მომენტებზეც მიუთითებს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი ზაფხულის დასრულებამდე სამყაროსაგან მნიშვნელოვან ნიშანს მიიღებს. ეს ნიშნები კი ცვლილებებისკენ აუცილებლად გიბიძგებთ:
კურო
ურანი თქვენს ნიშანში ხანგრძლივ ტრანზიტს ასრულებს, რაც მატერიალურ სფეროში გარკვეულ ცვლილებებს მოგიტანთ. ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ სტაბილურობის იდეალურ ფორმულას მიაგნეს, შესაძლოა, მოულოდნელი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს ცვლილებები შეიძლება, სამსახურს, შემოსავალს ან თუნდაც ღირებულებით ორიენტაციას ეხებოდეს. გადაფასების დროა! საბოლოოდ უნდა მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით.
თუ აგვისტოს დასაწყისში უმიზეზოდ შფოთავთ, ან უცნაურ შეთავაზებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ. კუროებს სტაბილურობა უყვართ. თუმცა, ახლა მოგიწევთ, ადაპტაციის უნარი გამოავლინოთ და სიახლეებს ფეხი აუწყოთ. თქვენი მმართველი პლანეტა, ვენერა, კომფორტის კონცეფციის გადახედვასა და ფინანსური სტაბილურობის ახალი გზების პოვნაში დაგეხმარებათ.
ლომი
2025 წელს ლომის სეზონი რთული გავლენის ქვეშ გაივლის - თქვენი მმართველი - მზე დაძაბულ ასპექტებშია. ეს არის დრო, როდესაც შესაძლოა, ზედაპირული კეთილგანწყობა გაქრეს და აპლოდისმენტების ნაცვლად, კრიტიკა შეგხვდეთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კოლაფსი კი არ გელით, მოვლენების ახლებურად შეფასების დროა. პროექტები, გარკვეული საქმეები, გეგმები, რომლებზეც ბევრს ფიქრობდით, შესაძლოა, არასწორად წარიმართოს ან ის შედეგი ვერ მიიღოთ, რაც გსურდათ.
თუმცა, ეს პერიოდი თვითკრიტიკასა და შეცდომების ჯანსაღად გაანალიზებას გასწავლით. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ დროა, ზოგიერთი ჩვევა საბოლოოდ მოიშოროთ, გადახედოთ საკუთარ პრიორიტეტებს და ახალი ეტაპი დაიწყოთ.
მორიელი
2025 წლის ზაფხული მორიელებისთვის ემოციური გადატვირთვის დრო იქნება. თქვენი მმართველი პლანეტა, პლუტონი, სხვა პლანეტებთან მნიშვნელოვან ასპექტში შედის და შინაგანი ტრანსფორმაციის სურვილს ააქტიურებს. ამ პერიოდის გაფრთხილება არა მოვლენებს, არამედ გრძნობებს ეხება. შეიძლება შემაშფოთებელი სიზმრების ნახვა დაიწყოთ, ან ისეთი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც ძველ ჭრილობებს გაგახსენებენ. ეს იმის ნიშანია, რომ დროა, წარსულისგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ.
ინტუიცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ. პლანეტა პლუტონი საბოლოოდ დაამსხვრევს იმას, რაც უსარგებლო და არასასიამოვნოა. ცვლილებების მიღებით არა მხოლოდ სულიერ ბალანსს აღადგენთ, არამედ ახალ რესურსებსაც იპოვით იმისათვის, რომ განვითარდეთ.
მერწყული
მერწყულისთვის 2025 წლის ზაფხული საკუთარი თავისადმი ერთგულების გამოცდა იქნება. პლანეტა სატურნი თქვენს ნიშანზე ახდენს გავლენას და მეგობრობის, საზოგადოებისა და სოციალური იდეალების თემებს ხაზს უსვამს. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც თქვენს ცხოვრებაშია, თქვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომელიც გიბიძგებთ, გარემოცვას კიდევ ერთხელ გადახედოთ და საბოლოოდ აირჩიოთ, ვისთან ერთად გააგრძელებთ ცხოვრებას.
მოგიწევთ, დაფიქრდეთ, სხვების მოლოდინებისა და სურვილების გათვალისწინების პარალელურად, საკუთარი რეალური ინტერესები ხომ არ გავიწყდებათ? ან კიდევ შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში ეჭიდებოდით იმ იდეას, რომელიც აღარ მუშაობს…
თქვენი მმართველი პლანეტა, ურანი, გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინოთ და თვითგამოხატვის ახალი გზები იპოვოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როცა ბათუმში წვიმს“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
წყარო: www.beaumonde.ge