
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა:
„2019 წლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ... გულწრფელად რომ ვთქვა - ცოტა რთულია და დამაბნეველიც“.
ამჯერად, ალექსანდრა „ინსტაგრამზე“ გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, სადაც შესანიშნავად გამოიყურება და წერს:
„გილოცავ, შენ დამკარგე.“
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„წარწერა კარმაზე ძლიერად ურტყამს, მიყვარხარ“,
„გილოცავ“,
„შეუდარებელი ხარ“,
„ბედნიერი იყავი“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📷 როგორ გამოიყურებოდა თაკო ნაცვლიშვილი მამის 50 წლის იუბილეზე?