Digest Logo

„სიმართლე კურნავს, როცა გულის სინდისში შეაბიჯებ...“ - ლამზირა ხაჭაპურიძე 24 ნოემბრის სავსემთვარეობასა და პრაქტიკაზე

1795092992
 ლამზირა ხაჭაპურიძე

ასტროლოგმა ლამზირა ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში 24 ნოემბერს, 18:53 საათზე მოსალოდნელ სავსემთვარეობაზე ისაუბრა, რომელიც ტყუპების ნიშანში, მშვილდოსნის მზესთან დაპირისპირების ფონზე წარიმართება.

მისი თქმით, ეს პერიოდი საკუთარ სიმართლესთან დაპირისპირებისა და სიტყვისა და საქმის თანხვედრის დროა, რისთვისაც ასტროლოგი მკითხველს 19–23 ნოემბრის დაკვირვების პრაქტიკასა და 24 ნოემბერს პირველი ნაბიჯის გადადგმას ურჩევს.

„🌕 24 ნოემბერი 2026 🌓 სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში 18:53 · თბილისის დროით „სიმართლე კურნავს, როცა გულის სინდისში შეაბიჯებ“.

🌌 ასტროლოგიური სიმბოლიკით, ამ დღეს ტყუპების მთვარე და მშვილდოსნის მზე ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ის დროა 2026 წლის ბოლო დღეების იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რამდენად ემთხვევა სიტყვა, რომელსაც ვამბობთ, იმ სიმართლეს, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ.

☀️ რომელი სიმართლე ვიცი უკვე, მაგრამ ჯერ ხმამაღლა არ მითქვამს? ( საკუთარ თავზეა საუბარი)

✍️ 19–23 ნოემბერი პატარა პრაქტიკა დაკვირვებისთვის.

✨️ გაიხსენეთ ერთი სიტუაცია, რომელიც თქვენს ცოდნას, შრომას ან პირად საზღვრებს ეხება... და ყოველდღე რამდენიმე წუთი დაუთმეთ სამ კითხვას და პასუხები ჩაიწერეთ.

1. რას ვამბობ სხვების მოსაწონად?

2. რას ვფიქრობ სინამდვილეში?

3. რა ერთი მშვიდი და ზუსტი წინადადებით შემიძლია ჩემი პოზიციის გამოხატვა?

🌕 24 ნოემბერი კი სიტყვიდან ქმედებამდე ☀️🌈 ჩანაწერებიდან აირჩიეთ ერთი წინადადება და ხმამაღლა თქვით.... შეგიძლიათ, პირველად მხოლოდ საკუთარ თავს უთხრათ. შემდეგ მოიფიქრეთ ერთი მცირე ნაბიჯი, რომელიც ამ სიტყვას თქვენს ცხოვრებაში გაამყარებს.

✨️☔️. სავსემთვარეობა პირადი გააზრების სიმბოლურ დროდ გამოიყენეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას საკუთარ გარემოებებსა და ფაქტებს დაეყრდენით“, - წერს ლამზირა ხაჭაპიურიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის კაცი, რომელსაც სხეულის 87%-ის დამწვრობა აქვს“ - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულზე

⭕ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს მერია სასტუმროებში დააბინავებს: მიმდინარეობს 7 პირის ძებნა-შველის ოპერაცია, მათ შორის სამი არასრულწლოვანია

🎥 „ღამე ველაპარაკები, მინდა ვთხოვო, რომ მაპატიოს...“- დათო კენჭიაშვილი გარდაცვლილ დედაზე

✕