Digest Logo

🎥 „ღამე ველაპარაკები, მინდა ვთხოვო, რომ მაპატიოს...“- დათო კენჭიაშვილი გარდაცვლილ დედაზე

1795073139
დათო კენჭიაშვილი

მომღერალი დავით კენჭიაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - სოციალურ ქსელებში მის სიმღერებს ერთ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. მიუხედავად შემოქმედებითი წარმატებისა, მომღერლის პირადი და ცხოვრებისეული ისტორიები ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

გარდაცვლილ დედასთან განსაკუთრებულ ემოციურ კავშირზე დავით კენჭიაშვილმა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტში ისაუბრა:

„მე დღეს სტატუსებსაც ვუძღვნი, ველაპარაკები კიდეც - განსაკუთრებით ღამით, რადგან ღამე ჩემთვის განსაკუთრებული დროა იმ განცდებისა და ემოციების გასაზიარებლად, რომლებსაც ცხოვრებაში ვქმნი და ვაკეთებ.

ერთადერთი, რაც შემიძლია დედას ვუთხრა, ის არის, რომ მაპატიოს, საკმარისი დრო ვერ დავუთმე, როგორც შვილმა. არასოდეს არის დრო საკმარისი იმ სიყვარულის გასაზიარებლად, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში გვეძლევა.

მე ყოველთვის ვგრძნობ დედის გვერდში დგომას“, - ამბობს დავით კენჭიაშვილი.

რაც შეეხება მუსიკოსის შემოქმედებით სიახლეებს, 27 დეკემბერს, ძველ სპორტის სასახლეში, იგი ანსამბლ „თაობასთან“ ერთად, კონცერტს გამართავს. 

ნახეთ ვიდეო: 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 თბილისში, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 3 ადამიანი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„წარმატების, იღბლისა და სურვილების ასრულების დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 19 ნოემბრის ენერგიებზე

✕