„ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„დაახლოებით ერთი საათის წინ, შემოსულია ჩვენს კლინიკაში დამწვრობით, ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87 %-ის, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დიაგნოზია“, - აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე იყო, ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვნის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღამე ველაპარაკები, მინდა ვთხოვო, რომ მაპატიოს...“- დათო კენჭიაშვილი გარდაცვლილ დედაზე
⭕„წარმატების, იღბლისა და სურვილების ასრულების დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 19 ნოემბრის ენერგიებზე