აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს.
ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი კი ამ ენერგიას გააორმაგებს. ეს არის პერიოდი, როდესაც მოძველებული და უსარგებლო ჩვევები, კომუნიკაცია, ურთიერთობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ადამიანებმა ცხოვრება განახლებული ენერგიით დაიწყონ.
როგორ შევხვდეთ ენერგეტიკულად დატვირთულ 2026 წელს - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი კოტე შენგელია საუბრობს:
„2026 - ცეცხლოვანი ცხენის წელი: 60 წელიწადში ერთხელ მოსული ენერგია!
2026 წელს იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი — განსაკუთრებული პერიოდი, რომელიც საოცარ ძალას ატარებს. ეზოტერიკოსი გოგა მანია ამბობს, რომ ასეთი წელი თითქმის საუკუნეში ერთხელ მოდის!
ეს წელი არის სისწრაფის, გაბედულების, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დრო — ყველაფერი მძიმე უკან რჩება, წინ კი ახალი დაბადება გველოდება.
როგორ შევხვდეთ ამ ენერგიულ წელს?
✅შეხვდით თბილ და პოზიტიურ გარემოში
❌ სუფრაზე მოერიდეთ წითელ ხორცს
❌ შეუფერებელია ქათამი, ინდაური და მსუბუქი კერძები
✅სიმშვიდე + ნათელი განწყობა = სწორი დასაწყისი“, - წერს კოტე შენგელია.
ასევე დაგაინტერესებთ: