💞 29 ნოემბერი - სინაზის, ჩახუტებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დღე.
ნოემბერი მთავრდება, დღევანდელი დღის ენერგიებია — 2 • 5 • 7.
დღეს შეიძლება მოგინდეთ წამოწოლა, დასვენება და არაფრის კეთება, თუმცა 29 რიცხვის ენერგიამ შესაძლოა შფოთვა მოგიმატოთ: შეიძლება ვინმეს ეჩხუბოთ, პატარა სკანდალი მოაწყოთ ან ჭურჭლის დამტვრევაც მოგინდეთ, ხუთ წუთში კი ყველაფერი დაგავიწყდეთ და ისევ გაიღიმოთ.
რა თქმა უნდა, ამას არ გირჩევთ!
💋 ორიანის დღეებში ერთმანეთს ვეფერებით, ვკოცნით და ვეხუტებით. დღეს რასაც გასცემთ, იმასვე მიიღებთ, ამიტომ რაც შეიძლება მეტი სინაზე, სიყვარული და თბილი შეხება გააზიარეთ. თქვენი დღევანდელი დავალებაა: ხუთჯერ ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს, თითოეულ ჯერზე წუთ-ნახევრით! მაგრად ჩაიკარით გულში და არ გაუშვათ. ეს დღის განმავლობაში ხუთჯერ უნდა გაიმეოროთ!
💆♀️ დღეს განსაკუთრებით კარგად გამოგადგებათ სხეულთან და ენერგიის გაცვლასთან დაკავშირებული პრაქტიკები. წადით მასაჟზე, აბანოში ან სპა-ცენტრში, ან სცადეთ სხეულებრივი და ენერგეტიკული პრაქტიკები. ყველაფერი, რაც მოდუნებაში და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ, შფოთვას შეგიმსუბუქებთ და დღეს უფრო სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.
🔥 თუ დღეს რამეს შემოგთავაზებენ — დათანხმდით! მისია 7-ის გავლენით, პირველი რეაქცია შეიძლება იყოს: „ეჰ, რად მინდა?“ მაგრამ უარის თქმას ნუ იჩქარებთ. რეალიზაციის შვიდიანმა შეიძლება წარმატებამდე, აღიარებამდე და მნიშვნელოვან შედეგამდე მიგიყვანოთ. შესაძლოა, ვინმეს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროთ და ამასთან ერთად, თავადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ.
👩👧 დღეს აუცილებლად დაურეკეთ დედას ან პირადად შეხვდით. კარგი დღე უსურვეთ, უთხარით, როგორ გიყვართ და მადლობა გადაუხადეთ სიცოცხლისთვის.
🌸 იყავით ბედნიერები, საყვარლები და უხვად დაჯილდოებულები — და დღეს აუცილებლად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე პოზიტიური დღეა, შესაფერისია ნებისმიერი საქმისთვის“ - 29 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით