მაიას კალენდარი დროის ციკლებს ადამიანის პირად და კოლექტიურ ენერგიებთან აკავშირებს. მისი ინტერპრეტაციების მიხედვით, თითოეულ დღეს განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა და გავლენა აქვს, რის გამოც ამ სისტემით მომზადებული ასტროლოგიური პროგნოზები განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც დღის ენერგიისა და ტენდენციების გააზრებას ცდილობს.
გთავაზობთ 16 სექტემბრის პროგნოზს, რომელიც მაიას კალენდრის ინტერპრეტაციებს ეფუძნება:
კინ 21 წითელი გალაქტიკური დრაკონი.
კინ 21 არის ინტეგრაციის, ჰარმონიზაციისა და პირველადი წყაროს გამოკვების ენერგია. ეს არის დღე, როდესაც მოგვეწოდება, გავერთიანდეთ ჩვენს ჭეშმარიტ ფასეულობებთან, გამოვიყენოთ სიცოცხლის მიმღებლობისა და ნდობის ძალა, გავასუფთაოთ შინაგანი ეჭვები და ვიცხოვროთ იმ ჭეშმარიტებით, რასაც ვაღიარებთ.
ეს კინი მდებარეობს თეთრი ჯადოქრის (მარადიულობის/გაცნობიერების) ტალღურ მოდულში, სადაც იკავებს მე-8 (გალაქტიკურ) პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ აწმყოში ყოფნისა და რეალობის შექმნის გზაზე დღეს შევდივართ მთლიანობისა და ინტეგრაციის ეტაპზე - პირველადი ენერგიით გამოკვება და სიცოცხლისადმი უპირობო ნდობა ხდება ის უნივერსალური ძალა, რომელიც გვეხმარება შინაგანი მთლიანობის მიღწევასა და საკუთარი გზის ერთგულებაში.
მზის ბეჭედი: წითელი დრაკონი (იმიში)
წითელი დრაკონი არის პირველადი წყაროს, გამოკვების, სიცოცხლის დაბადებისა და ნდობის ენერგია.
ძირითადი თვისებები: გამოკვება, დაბადება, პირველადი წყარო, ნდობა.
მისი მისიაა: შეგვახსენოს, რომ სამყარო უხვად გვამარაგებს ყველაფრით, რაც ჩვენი ზრდისთვისაა საჭირო. მისი დანიშნულებაა დაგვეხმაროს საკუთარი თავისა და სხვების ენერგეტიკულ გამოკვებაში, ახალი იდეების შობაში და ყოფიერებისადმი ღრმა ნდობაში.
ტონი: მე-8 - მთლიანობის გალაქტიკური ტონი (უახაშაკ)
მე-8 ტონი პასუხისმგებელია ინტეგრაციაზე, ჰარმონიზაციასა და მთლიანობაზე.
ძირითადი თვისებები: მთლიანობა, ინტეგრაცია, ჰარმონიზაცია, მოდელირება.
მისი მისიაა: გვიპასუხოს კითხვაზე: „ვცხოვრობ თუ არა იმით, რისიც მწამს?“ მე-8 ტონი გვეხმარება სიტყვისა და საქმის გაერთიანებაში, შინაგანი ჰარმონიის მოპოვებასა და პრინციპების ცხოვრებაში დამკვიდრებაში.
დღის აფირმაცია:
„მე ვახდენ ჰარმონიზაციას პირველადი წყაროს მეშვეობით.
მე ვახდენ სიცოცხლის გამოკვებას, ვენდობი ყოფიერების ნაკადს და ვაკავშირებ გალაქტიკურ მთლიანობას.
მე ვენდობი წმინდა დასაბამს და გალაქტიკურ ჰარმონიას.
მე ვარ წითელი გალაქტიკური დრაკონი!“.
დღის მთავარი დევიზი:
იყავი მთლიანი შენს ფიქრებსა და ქმედებებში, იცხოვრე საკუთარი ჭეშმარიტებით. ენდე სიცოცხლის პირველად წყაროს, გამოკვებე შენი სული სიყვარულით და მიიღე სამყაროს უხვი მზრუნველობა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად...“ - 16 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი