Digest Logo

„სიყვარული ან აკრძალულ ხილად იქცევა, ან ტანჯვა და თვითგვემა მოაქვს“ - ხათუნა ნოელი ვენერას მორიელის ნიშანში გადასვლაზე

1762511779
ხათუნა ნოელი

8 ნოემბერს პლანეტა ვენერა (სიყვარულისა და ჰარმონიის მმართველი) მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც ემოციების სიღრმესა და ვნებათა ინტენსივობას აჩენს.

ეს პერიოდი ადამიანებში ამძაფრებს შინაგან სურვილებს, საიდუმლო მიზიდულობებსა და გულწრფელობის მოთხოვნილებას.

მორიელის ვენერა არ ეშინია სიღრმის, არც ტრანსფორმაციის. ის გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მაშინ იბადება, როცა მზად ვართ საკუთარი სული გავაშიშვლოთ და ვენდოთ სხვას სრულიად.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„ვენერა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სიყვარულს და მატერიალურ კეთილდღეობას განაგებს, ხვალ ტოვებს მშვიდ და ჰარმონიულ, ტკბილი არომატებით გაჯერებულ სასწორს და იმ თავბრუდამხვევ მორევში ეშვება, რასაც მორიელის ნიშანი ჰქვია.

ეს მისი დაცემის ადგილია. ამიტომ სიყვარული ან აკრძალულ ხილად იქცევა, ან ტანჯვა და თვითგვემა მოაქვს.

მოაქვს ნებისმიერი ტაბუს დაძლევის სურვილი და თავდავიწყება სექსში...

ვენერა - მორიელი ეს არის დაუოკებელი წყურვილი, ბოლო უჯრედამდე შენი გახდეს, შენი ტრფობის ობიექტი. ეს ვენერა ეჭვევით და შიშებით სულს გიხუთავს - თუ შენი არ იქნება, დაე , საერთოდ ნუღარ იქნება, რომ სხვისი არ გახდეს.

დაე, მოკვდეს, დაიფერფლოს, განადგურდეს, ან შენ თავად განადგურდე, რათა შემდეგ ისევ ფერფლიდან აღდგე... და ეს ეხება არა მხოლოდ სატრფოს, არამედ სანუკვარ ნივთებსაც, რისი დაუფლებაც გსურს...

სრული საგიჟეთი , რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის. მათ შორის, საბედისწერო, ფატალური შეცდომების. და ბოლო დროს, როცა ამ პერიოდს გადის სამყარო, რატომღაც ერთი პერსონაჟი მახსენდება, ვისთანაც ჩემს წარმოდგენაში ასოცირდება ვენერა მორიელ ი- ნინა, ფილმიდან „შავი გედი“ - ქალი, რომელიც კვდება, რომ ხელახლა დაიბადოს....ზუსტად მორიელურ, პლუტონურად...

P.S. მესმის , თქვენი გაოცება. ეს არაა პროგნოზი, რომელსაც ალბათ ელოდით. ძალიან ლირიული გადახვევაა, და შესაძლოა უბრალოდაც - ძალიან გადახვევაა, მაგრამ ხანდახან ალბათ ესეც საჭიროა“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული - მათ პირველი საერთო შვილი დღეს, 7 ნოემბერს შეეძინათ

ნოდიკო ტატიშვილმა რჩეული გამოაჩინა - წყვილის ერთობლივი ფოტო შვილის დაბადების შემდეგ პირველად გავრცელდა

🎥 „ყოჩაღ, ყველაზე ძლიერო და საყვარელო“ - დათი ქოქრაშვილის დედა ახალ ვიდეოს გვიზიარებს