Digest Logo

სიყვარული, სტრესის მოხსნა და გემოები: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც სამზარეულოში სასწაულებს ახდენს

1785225502
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

თუ ოდესმე გინახავთ, როგორ ქმნის ადამიანი სამზარეულოში ნამდვილ შედევრს, სავარაუდოდ, ის ზოდიაქოს ამ სამი ნიშნიდან ერთ-ერთია. ზოგისთვის კულინარია სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა, ზოგისთვის კი სტრესის მოსახსნელი საუკეთესო თერაპია. გაიგეთ, ზოდიაქოს რომელ წარმომადგენლებს აქვთ ბუნებრივი ნიჭი, ნებისმიერი ინგრედიენტი ხელოვნების ნიმუშად აქციონ.

ქალწული

გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ ქალწულები შესანიშნავი მზარეულები არიან - თუმცა, ამის დაფასება ცოტა ვინმეს თუ ხვდება წილად.

ქალწული თავის იდეალურად მოწესრიგებულ, სუფთა სამზარეულოში მხოლოდ უახლოეს და რჩეულ ადამიანებს უშვებს. რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ მომზადებული მორიგი კულინარიული შედევრით გაწყობილ მაგიდასთან მოხვედრაზე! როგორც ვიცით, ასეთი „იღბლიანი“ მის გარშემო ბევრი არასდროს არის.

ასე რომ, თუ თქვენმა ქალწულმა მეგობარმა საკუთარი ხელით მომზადებული ვახშმით გამასპინძლება შემოგთავაზათ, იცოდეთ ეს უბრალო ჟესტი არ არის, ყველაფერი ძალიან, ძალიან სერიოზულია!

კირჩხიბი

კირჩხიბი მუდმივად იმაზე წუწუნებს, თუ რამდენად „ცუდად“ ჭამენ მისი სტუმრები.

„სულ რაღაც ხუთი დასახელების კერძი მოვამზადე, ამას პლუს ნამცხვარი და ათნაირი შიგთავსის ღვეზელი... ნუთუ ასე გიჭირთ, ერთი ლუკმა მაინც შეჭამოთ? კირჩხიბი ხომ ასე ეცადა!“ - აი, ტიპური კირჩხიბული დიალოგი სუფრასთან.

ნებისმიერი კირჩხიბისთვის საჭმლის მომზადება თითქმის წმინდა რიტუალია. ეს არის მათი უმთავრესი გზა, გამოხატონ უზარმაზარი სიყვარული და იზრუნონ თავიანთ საყვარელ ადამიანებსა თუ მთელ დიდ ოჯახზე. კირჩხიბის მომზადებულ კერძებში ყოველთვის იგრძნობა ის განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა, რომელსაც მხოლოდ შინაგანი სიყვარულით სავსე მზარეული ჩადებს.

კურო

კუროს თამამად შეიძლება, რომ, სამზარეულოში კულინარიის ნამდვილი ღმერთი ეწოდოს.

ყველა თავმოყვარე კუროს მაცივარი და სარდაფი მინიმუმ სამი თვით ადრეა მარაგით სავსე, ისიც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტით. მოულოდნელი სტუმარიც რომ ეწვიოთ, თვალის დაუხამხამებლად შეუძლიათ სარდაფიდან დავარგებული ლორი ან რაიმე განსაკუთრებული დელიკატესი ამოატანინონ.

კუროები ერთდროულად საოცარი ოსტატობითა და დიდი ვნებით ამზადებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კულინარიული შედევრების შექმნა სტრესისგან განტვირთვის საუკეთესო თერაპია და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის გზაა.

და, რა თქმა უნდა, კუროსთვის კერძის მომზადება სიყვარულის ყველაზე ცოცხალი ენაა! გაითვალისწინეთ: თუ კურომ თავის საფირმო კერძზე დაგპატიჟათ, ჩათვალეთ, რომ ქორწინების წინადადება უკვე კარს მოგადგათ.