„რეტროგრადული ვენერა მორიელში - ძველი გრძნობების დაბრუნება 03.10.2026- 13.11.2026“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ აქუბარდია სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„რეტროგრადული ვენერა მხოლოდ ძველი ადამიანების დაბრუნებას არ ნიშნავს. ზოგჯერ დასაბრუნებელი ადამიანი კი არა, ძველი გრძნობაა. შეიძლება ამ პერიოდში მოულოდნელად ამოტივტივდეს ის, რაც გვეგონა, რომ უკვე დავამთავრეთ: ძველი წყენა, მიტოვების შიში, ღალატის გამოცდილება, ეჭვიანობა, მიჯაჭვულობა, დანაკარგი ან ურთიერთობაში მიღებული ტკივილი.
🖤 განსაკუთრებით მორიელის ენერგიაში ეს ყველაფერი ზედაპირზე იმისთვის ამოდის, რომ კიდევ ერთხელ განვიცადოთ კი არა, დავინახოთ — რა დაგვემართა მაშინ და როგორ მოქმედებს ეს დღეს ჩვენს სიყვარულზე. ზოგჯერ ამისთვის შეიძლება ფსიქოლოგიური მუშაობაც გახდეს საჭირო. თერაპია, სისტემური განლაგება, ფსიქოდრამა, სხეულთან მუშაობა ან უბრალოდ საკუთარ თავთან ძალიან გულწრფელი საუბარი. სწორედ ასეთი პროცესებისთვის არის კარგი ეს პერიოდი: იმისთვის, რომ ძველი ემოცია ბოლომდე დავინახოთ და აღარ ვატაროთ ის მომავალ ურთიერთობებში.
❤️ ამიტომ ამ პერიოდში მთავარი კითხვა არ არის მხოლოდ: „დაბრუნდება თუ არა ძველი სიყვარული?“ უფრო ღრმა კითხვებია: რას ვგრძნობ სინამდვილეში? რისი მეშინია სიყვარულში? რას ვიტან ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ, რომ დაკარგვის მეშინია? სად ვურევ სიყვარულს მიჯაჭვულობაში და რომელი ძველი ტკივილი მართავს დღეს ჩემს არჩევანს? კარმულ დონეზე ეს შეიძლება იყოს ძველი ემოციური სცენარის გაცნობიერების პერიოდი — არა იმისთვის, რომ წარსულში დავბრუნდეთ, არამედ იმისთვის, რომ იგივე სცენარი აღარ გავიმეოროთ.
🦂 მორიელის ვენერა გვასწავლის: ნამდვილი ტრანსფორმაცია მაშინ იწყება, როცა საკუთარ ჩრდილსაც ვაძლევთ უფლებას, დავინახოთ. ზოგჯერ სიყვარული სწორედ იქ იცვლება, სადაც პირველად საკუთარ ძველ ტკივილს ვუყურებთ თვალებში“, - წერს თამარ აქუბარდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე ლამაზი გოგო“ - ევა ბარბაქაძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს
⭕ საკალათბურთო სუპერლიგა - საქართველოს პირველობა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით გაიხსნა