2026 წლის ციკლში პლანეტა მერკური რეტროგრადული 29 ივნისს გახდა და ამ მდგომარეობაში 23 ივლისამდე დარჩება. ამ პერიოდში მერკური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, რის გამოც ასტროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ოჯახურ თემებზე, წარსულთან დაბრუნებაზე, ემოციურ კომუნიკაციასა და ძველი საკითხების გადახედვაზე.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი საუბრობს:
„რეტროგრადული მერკური ახლა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერიოდია…
მაქვს თქვენთვის ორი ამბავი - ერთი კარგი და ერთი არც ისე კარგი.
დავიწყებ ცუდი ამბით: მომდევნო დღეებში ბევრისთვის მოვლენები შეიძლება მოულოდნელად დაიძაბოს.. ისევ შეფერხდეს გეგმები, დაბრუნდნენ ადამიანები წარსულიდან, გაუგებრობები გახშირდეს, ემოციები კი განსაკუთრებულად გამძაფრდეს.
თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება, მარტო არ ხართ.
კარგი ამბავი: ამ პერიოდს დასასრული უკვე უჩანს. სულ რამდენიმე დღე დარჩა და 23 ივლისიდან ენერგია ნელ-ნელა შემსუბუქდება, მაგრამ მთავარი კითხვა ეს არ არის… რატომ გვიბრუნდება წარსული სწორედ ახლა? ამბობენ, რომ რეტროგრადული მერკური არასოდეს გვიბრუნებს იმას, რაც უკვე დასრულდა, ის გვიბრუნებს იმას, რაც ბოლომდე არ დაგვისრულებია.
ამ დღეებში შეიძლება:
- მოულოდნელად მოგწეროთ ყოფილმა.
- დაგიკავშირდეთ ადამიანი, რომელიც წლებია აღარ გამოჩენილა.
- დაბრუნდეს ძველი სამსახურის, პროექტის ან თანამშრომლობის შანსი.
- ისევ გაგახსენდეთ ოცნება, რომელიც ოდესღაც გადადეთ.
- შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თითქოს შემთხვევით, მაგრამ ძალიან დროულად გამოჩნდა და ა.შ.
თუმცა გახსოვდეთ… ყველაფერი, რაც ბრუნდება, არ არის იმისთვის, რომ დარჩეს.
ზოგჯერ ცხოვრება უბრალოდ ამოწმებს: კვლავ იგივე შეცდომას დაუშვებ, თუ უკვე ის ადამიანი ხარ, ვინც საკუთარი გაკვეთილი ისწავლა?
ეს საუკეთესო დროა, რომ:
დაასრულოთ გადადებული საქმეები;
მოიშოროთ ზედმეტი ნივთები და ემოციური ტვირთი;
აღადგინოთ მნიშვნელოვანი კავშირები;
დაუბრუნდეთ სწავლას, იდეებსა და მიზნებს, რომლებიც მიატოვეთ;
საბოლოოდ დახუროთ ის ისტორიები, რომლებიც ენერგიას დღემდე გართმევთ.
რისგან ღირს თავის შეკავება?
- ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან;
- მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან ყველაფრის გადამოწმების გარეშე;
- ემოციებზე აყოლილი კონფლიქტებისგან;
- დაპირებებისგან, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ;
- და ყველაზე მთავარი! წარსულის ძალით დაბრუნების მცდელობისგან.
ზოგჯერ „ყოფილი” მხოლოდ იმისთვის ბრუნდება, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ, თქვენი ადგილი უკვე აღარ არის იქ. ზოგჯერ რთული ადამიანები გვხვდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორი აღარასოდეს გვინდა ვიყოთ. და ზოგჯერ ყველაფერი ინგრევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრად მყარი საფუძველი აშენდეს.
რეტროგრადული მერკური არ არის სასჯელი!! ეს არის პერიოდი, როდესაც ცხოვრება სივრცეს ასუფთავებს! მიაქვს ის, რაც თავის დროზე ვერ გავუშვით და გვიბრუნებს იმას, რასაც ნამდვილად აქვს ღირებულება, ამიტომ, როცა წარსული კარზე აკაკუნებს, ნუ იჩქარებთ მისთვის კარის გაღებას.
ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ეს ჩემი მომავლის ნაწილია… თუ უბრალოდ გამოცდა, რომელიც უნდა ჩავაბარო?“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ: