Digest Logo

„საზრისს ბევრი ეძებს და ძალიან ცოტა პოულობს, მასში ცოცხლობს არჩევანი, უყვარდეს, სძულდეს თუ არაფრად მიაჩნდეს“ - გია მურღულია

1784275070
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„შეიძლება გიყვარდეს.

შეიძლება გძულდეს.

შეიძლება არაფრად მიგაჩნდეს.

რა თქმა უნდა, გარდამავალი საფეხურებიც არსებობს.

ეს გრძნობები ურთიერთმონაცვლეც არის - დროს შეუძლია გადაასხვაფეროს.

სფეროში ყველაფრის ადგილია, სიბრტყეზე - მხოლოდ ერთის.

დედამიწა და წუთისოფელი სფეროა.

თავისთვის მიგორავს უსასრულობაში.

კაცმა არ იცის - საით.

საზრისს ბევრი ეძებს და ძალიან ცოტა პოულობს.

ვინც პოულობს, მასშიც ცოცხლობს საწყისი შესაძლებლობა და არჩევანი - უყვარდეს, სძულდეს თუ არაფრად მიაჩნდეს.

გვეუბნებიან, რომ თუ შეგიძლია გიყვარდეს, ისიც გეცოდინება, საით მიგორავს დედამიწის ბორბალი შენიანად.
ვთქვათ, იცი - მერე?

მერე ის, რომ ახლა თუ პირველ წინადადებას დაუბრუნდები, ისიც გეცოდინება, იმ სამი შესაძლებლიდან რომელი აირჩიო.

ეს კარგია, რადგან ქცევამ შეიძლება განწყობა ვერ შექმნას, განწყობას კი შეუძლია ქცევა დაბადოს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელსაყრელია პაემანი, სწავლის დაწყება, ქორწილი, ვალის დაბრუნების მოთხოვნა“ - 17 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„შეიძლება შეფერხდეს გეგმები, დაბრუნდნენ ადამიანები წარსულიდან, გაუგებრობები გახშირდეს“ - ქეთევან ჯანდიერი რეტროგრადულ მერკურზე

🎥 „მეორეხარისხოვანია მატერია, ფული, რამდენი სახლი მაქვს, რამდენი მიდევს ანგარიშზე...“ - რას ჰყვება მალიბუ ტუღუში