25 მარტი: „თასების ტუზი“ - ახალი ემოციები და სიყვარული
ენერგეტიკული მდგომარეობა: სავსე, ემოციური, მოწყვლადი, სენსუალური და განახლებული.
მნიშვნელოვანი საათები:
08:00 - 10:00 (სიხარულის, ლოცვისა და ემოციური აღმასვლა)
20:00 - 22:00 (რომანტიკული საუბრისა და ინტიმური დრო).
ზოგადი დღის ფონი: ოთხშაბათს მამაკაცური, აქტიური დღეების შემდეგ დგება ემოციური სისავსე. „თასების ტუზი“ არის საუკეთესო საჩუქარი გულისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენი „ჭიქა“ აივსო სიხარულით, სიყვარულით და ახალი შანსებით. შესაძლოა შეგეხმიანოთ ახალი სიყვარული, მიიღოთ სასიამოვნო საჩუქარი ან უბრალოდ იგრძნოთ თავი უსაზღვროდ ბედნიერად.
ურთიერთობები: სიყვარულის აფეთქება! ურთიერთობებში შემოდის სიახლე და რომანტიკა. მარტოხელებისთვის - ეს არის საბედისწერო შეხვედრის დღე. წყვილებისთვის - შერიგება და ურთიერთობის ახალი სუნთქვა.
ფინანსები: ფინანსური სიახლეები, რომელიც გულს გაგიხარებთ. ეს არ არის მხოლოდ ფული, ეს არის კმაყოფილება. შესაძლოა, მიიღოთ ფული შემოქმედებითი საქმიანობიდან.
ჯანმრთელობა: ემოციური და ფსიქიკური განკურნება. კარგია დეტოქსიკაცია, წყლის პროცედურები და სითხის მიღება. სხეული იწმინდება.
გააღე გული სიყვარულისთვის! დღეს სამყარო გჩუქნის სასწაულს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მართლა სად ხარ ღმერთო?“ - მარიამ გაფრინდაშვილს და გარდაეცვალა
⭕„გაფრინდა ჩემი ჩიტი...“ - ოზურგეთში ბაღის მოსწავლეს კარადა დაეცა და დაიღუპა