Digest Logo

🎥 რატომ იმატებენ წონაში 40+ ასაკში ადამიანები?! - გინეკოლოგის სასარგებლო რეკომენდაციები

1774422611
მანანა მგალობლიშვილი

40+ ასაკში წონის მატება და დაკლების გართულება ძალიან გავრცელებული და ბუნებრივი პროცესია, ამას რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული მიზეზი აქვს:

1️⃣ მეტაბოლიზმის შენელება

2️⃣ ჰორმონალური ცვლილებები

3️⃣ კუნთოვანი მასის შემცირება

4️⃣ ცხოვრების სტილის ცვლილება

5️⃣ ინსულინის მგრძნობელობის შემცირება და ა.შ. 

რატომ ხდება წონის მატება და ჭირს დაკლება 40+ ასაკში ?! - აღნიშნულ თემაზე ვრცლად, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილმა ისაუბრა და მაყურებელს სასარგებლო რეკომენდაციები გაუზიარა:

„35+, 40+ დაახლოებით ბევრი მეუბნება,  რომ ჭამ ისევ ისე, მაგრამ რატომღაც წონაში ვიმატებ. ან ვარ, ე.წ. დიეტაზე, მაგრამ ვერ ვიკლებ წონაში. რატომ? იმიტომ, რომ ხდება ბევრი ცვლილება. 

ქალებში საკვერცხეები უკვე ისეთი აქტიური აღარ არის, რეპროდუქციული სისტემა ნელ-ნელა ქრება, ამიტომ არ გამოიყოფა იმ რაოდენობის ქალის ძირითადი ჰორმონი, ესტროგენი და ასევე იკლებს ტესტოსტერონი. ესტროგენს ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის ცხიმის გადანაწილების და როცა ის ნაკლებია, ცხიმის გადანაწილებაც სხვანაირად ხდება“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მენტალური ჯანმრთელობა ძირითადად ემორჩილება ადეკვატურ მკურნალობას, ე.წ. ნევროზები საერთოდ ბოლომდე იკურნება“ - ლევან შელეგია

„ჩვენი ახალმთვარეობაზე დათესილი ზრახვები პირველ სერიოზულ გამოცდას გადის...“ - 25 მარტის კოსმოსური ამბები

„ეს ენერგიის გახსნაა, რომელიც დღეს დაგეხმარებათ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში...“ - 25 მარის ასტროლოგიური ენერგიები