Digest Logo

🎥 „სხეული გვიბრახუნებს, როცა ჩვენს ნამდვილ გზას ვკარგავთ“ - ასტროფსიქოლოგიურ განმარტება პანიკურ შეტევებზე, ტრავმებსა და შინაგან ცვლილებებზე

1790076452
 თამარ აქუბარდია

ასტროფსიქოლოგმა თამარ აქუბარდიამ საკუთარ ვიდეომიმართვაში კრიზისების, ფსიქოსომატიკისა და შინაგანი ტრავმების სიღრმისეული მიზეზები მიმოიხილა. მან ფსიქოლოგიისა და კარმული ასტროლოგიის სინთეზით განმარტა, თუ რატომ ექმნება ადამიანს პანიკური შეტევები, ჯანმრთელობის პრობლემები და განმეორებადი დესტრუქციული სცენარები.

მისი თქმით, როგორც ფსიქოლოგიაში, ისე მის მიერ გამოყენებულ ასტროლოგიურ მიდგომაში, სხეულის სხვადასხვა სიგნალსა და განმეორებად ცხოვრებისეულ სცენარებს ყურადღება უნდა მიექცეს.

„ძალიან ხშირად გამოცდილებით, საკუთარ თავზე რაც მინახავს, ვსაუბრობ ხოლმე კარმულ ასტროლოგიაზე. სატურნზე, ლილიტზე, რომელიც რაღაც კუთხით ჩვენზე ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს. როცა ამ ველში შევდივართ, კრიზისები ირთვება, პრობლემები გვაქვს, რაღაც გვაწუხებს და ვცდილობთ გავერკვეთ.

განგაში ირთვება მაშინ, როდესაც ნელ-ნელა ვკარგავთ ჩვენს ნამდვილ გზას, ცხოვრებისეულ გზას. ეს ნამდვილი გზა, როგორც წესი, ყოველთვის უკავშირდება სელენას. ადამიანი აცდა, დაივიწყა, ვინ არის სინამდვილეში, მისი ნამდვილი არსი დაივიწყა და ან სხეულმა წაიღო, ან ტკივილმა, ან გარემომ სადღაც დაავიწყებინა.

როდესაც დავიწყე სხეულის მოსმენა, მივხვდი, რომ ის მელაპარაკებოდა. მელაპარაკებოდა იმაზე, რომ დავბრუნებულიყავი საკუთარ თავთან. მანამდე თითქოს სხვანაირად ვერაფერი გამაგებინა, იმდენად მქონდა მასთან კონტაქტი დაკარგული“, – ამბობს ასტროფსიქოლოგი.

მისი თქმით, ადამიანი ზოგჯერ ტრავმულ გამოცდილებაში იმდენად იჭედება, რომ ცხოვრების განმეორებად სცენარებს ვეღარ ამჩნევს.

„რაც არ უნდა გამოცდილებები მივიღოთ, რაც არ უნდა გამოცდები მივიღოთ, რაც არ უნდა სხეულმა გვაჯანჯღაროს, ძალიან ნელა ვიცვლებით შიგნით. ძალიან ბევრი ცხოვრება უნდა გავიაროთ, რომ ამ ყველაფერში რეალური ტრანსფორმაცია მოხდეს. თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად სჭირდება, საკუთარ სიტყვებსა და რეალურ გამოცდილებას შორის შესაბამისობა იპოვოს.

მოთხოვნილება ჩნდება რაღაც ნამდვილზე. როცა მე რაღაცას ვამბობ, ამ სიტყვასთან, ამ ემოციასთან ჩემს ზურგს უკან გამოცდილება უნდა იყოს, უნდა იყოს ნამდვილი. წაკითხულს ან ჰაერში ნათქვამს კი არ უნდა ვიმეორებდე, მე ამას უნდა ვგრძნობდე“, – აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ავთენტურობა მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანის სიტყვა, ემოცია და შინაგანი მდგომარეობა ერთმანეთთან თანხვედრაშია.

ასტროფსიქოლოგმა ყურადღება ურთიერთობებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის მხოლოდ ფორმალური ზრუნვა ან სიტყვიერი სიყვარულის გამოხატვა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია რეალური ემოციური კონტაქტი.

„სიყვარული შეიძლება იყოს, მაგრამ აქ კონტაქტზეა საუბარი – რეალურ, ემოციურ კონტაქტზე. როცა ჩუმად უყურებთ ერთმანეთს თვალებში და გესმით ერთმანეთის, სიტყვებიც კი არ არის საჭირო. ეს არის ის ნამდვილი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმა კავშირების პერიოდი მოვიდა, ჩემი აზრით, უფრო ღრმა გაცნობიერების, ავთენტურობის პერიოდი მოვიდა – რაშიც ვარ, იქ ვარ თუ არა ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და სხეულებრივად“, – აღნიშნავს თამარ აქუბარდია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: