Digest Logo

„სხვა თუ ცუდად მოგექცა, მისი საქციელის გამო მთელი სიცოცხლე არ უნდა დათმო სასოწარკვეთაში, გაგრძელდი...“ - თეო ხაბულიანის სამოტივაციო წერილი

1766402370
თეო ხაბულიანი

„წარსული არის გამოცილება, ხოლო წარსულში მომხდარი ტკივილის ტარება - ტვირთი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხსნა... ნუ გებრალება საკუთარი თავი იმის გამო რაც გაიარე, თორემ წლების შემდეგ ამაზეც შეგებრალება, რომ მუდამ წარსულის ტკივილს აზიდინებდი თავს“, - ამის შესახებ პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას სამოტივაციო შინაარსის წერილს უზიარებს. 

იგი ადამიანებს განუმარტავს, რომ თუ მათი ცხოვრებიდან ვინმე წავიდა, ეს ტრაგედია არ არის:

„თუ გულში ბევრი წყენები გაქვს, თუ მაშინ ვერ იგრძენი მშობლებისგან სითბო და მხარდაჭერა როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა ემოციურად, თუ მაშინ გიღალატეს საყვარელმა ადამიანებმა როდესაც მათი გვერდში დგომა ყველაზე მეტად გჭირდებოდა, თუ შენ იყავი ვინმესთან ბოლომდე გულღია და სუფთა მაგრამ მათ დაგანგრიეს, თუ ვისაც ენდობოდი მათ გაქციეს ზურგი, თუ თუ და კიდევ უამრავი თუ, იცოდე რომ ეს ტვირთი მთელი სიცოცხლე არ უნდა ატარო.

ასე სათქმელად ადვილია ეს ყველამ იცის, რომ არ უნდა ატაროს მაგრამ პრაქტიკაში ამის შესრულება შეუძლებელიაო, როგორ უნდა დავივიწყოო ასე ამბობენ..არ უნდა დაივიწყო, წარსულს ვერ დაივიწყებ, მაგრამ წარსულისგან გათავისუფლდები, ეს ნამდვილად შესაძლებელია. შენ იქ ვეღარაფერს შეცვლი, არ არსებობს რაიმე რაც დაგაბრუნებს წარსულში და იქ შეძლებ შეცვალო რამე, ვინმეზე წყენის გაშვება იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ მისი ქმედება მოიწონე, ან იმას კი არ ნიშნავს რომ ამ ადამიანებთან კვლავ შეძლო ურთიერთობა, წყენის გაშვება ნიშნავს რომ შენ შენს გულში აღარ ატარო ის სიმძიმე რაც უკვე იყო.

მაგალითად 15 წლის ასაკში მოიკიდე მძიმე ზურგჩანთა, სადაც შენი ტანსაცმელი გედო, გახდი 16 -20- 25 და მეტის და ისევ ატარებ ამ ჩანთას, დაგღალა ვეღარ უძლებ , თუმცა ისე მიეჩვიე მის ტარებას რომ ვეღარ ხვდები, რომ იქ რაც აწყვია ის მხოლოდ ბავშვობის ტანსაცმელია და ახლა არაფერში გამოგადგება, რა გამოდის რომ ტვირთს წლები ატარებ , რომელიც მხოლოდ მოგონებებია, რომელიც მხოლოდ გამძიმებს. ერთ დღეს გადაწტვეტ რომ მოიხსნა ეს ზურგჩანთა და ისეთი შვება მოვა , ამდენწლიანი მისი ტარების შემდეგ, რომ დადებ ამ ჩანთას და ამოისუნთქავ იცი რა შვებაა? მაგ დროს ვეღარც კი ხვდები რატომ ატარებდი ამხელა ტვირთს.

წარსული არის გამოცილება, ხოლო წარსულში მომხდარი ტკივილის ტარება - ტვირთი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხსნა... ნუ გებრალება საკუთარი თავი იმის გამო რაც გაიარე, თორემ წლების შემდეგ ამაზეც შეგებრალება, რომ მუდამ წარსულის ტკივილს აზიდინებდი თავს. მიეცი საკუთარ თავს შვების საშუალება. თუ ადრე ვერ იყავი ბედნიერი, ახლა შეგიძლია გახდე, მაგრამ ამისთვის ძველი ტვირთი უნდა გაუშვა.

ჰკითხე საკუთარ თავს ვინც მე ასე მომექცა მას თავისი სულის განვითარების დონიდან შეეძლო რომ უკეთესად ექნა ? რა უნდა ექნა ეს კი არ ჰკითხო , მხოლოდ ის რომ მასში არის საკმარისი ცნობიერება რომ შენთვის არ ეტკინა? თუ პასუხია რომ არ არის, მაშინ რაღა გტკივა?

იცოდე რომ მანამ გტკივა და ეჯაჭვები ამ ტკივილს, მანამდე ენერგეტიკულად იმ მომენტში ხარ როცა ეს გეტკინა და გაქვს მუდმივი ენერგიის კარგვა და გაჟონვა. იბავ ტკივილით იმ მომენტებს სადაც გტკიოდა და ატარებ მერე უსასრულოდ.

როდესაც ტკივილს ეჭიდები სინამდვილეში ეჭიდები იმედს რომ რომ შეიცვლება წარსული. რომ ვინმე მიხვდება, აღიარებს, მოვა და გეტყვის შენ მართალი იყავიო. როდესაც მიხვდები რომ ყველა ვერ გაძლევს იმას,რაც შენ შეგიძლია მისცე, და როდესაც მიხვდები იმას რომ ეს არ არის შენი ბრალი მაშინ განთავისუფლდები..

ვიცი შეიძლება რთული ბავშვობა გამოიარე, არც დედას ესმოდა შენი არც მამას, შეიძლება მიგატოვეს კიდეც, შეიძლება სიყვარულიც ვერ გაგრძნობინეს ისე როგორც ეს შენ გჭირდებოდა, ან შეიძლება მათ ყველაფერი მოგცეს მაგრამ შემდგომში სხვა ადამიანებმა დაგინგრიეს, შეიძლება ვინმე მთელი არსებით გიყვარდა და შენ მისგან არ იმსახურებდი ღალატს, შეიძლება ყველაფერი გემეტებოდა მეგობრებისთვის და მათ ეს ვერ დაინახეს , შეიძლება მუდმივი ბრძოლა გიწევდა რომ თავი დაგეცვა, მაგრამ იცოდე რომ ეს ყველაფერი უკვე იყო, და შენ ჯერ კიდევ იქ ხარ წარსულში, რომელიც აღარ არსებობს, ის მხოლოდ შენს მოგონებებშია ცოცხალი და შენივე ნებაა ეს მოგონებებს მიიღებ და განაგრძობ გზას თუ იქნები მუდმივად მათი ზემოქმედების ქვეშ.

შენ აღარ გახსოვს როგორია ტკივილის ტარების გარეშე არსებობა, სხვანაირად ვეღარ წარმოგიდგენია , გგონია რომ ამას უნდა გაუძლო სიცოცხლის ბოლომდე და ეს შენი სატარებელი ტვირთია. ეს ასე არ არის. შენი ვალი ზუსტად ამ ტვირთის გარდაქმნაა სიმსუბუქედ. მიიღე ის რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია იყოს ისეთი როგორიც შენ ხარ, ყველა ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს გულის სიმართლით, ყველას თავისი განვითარების დონე აქვს და იქცევიან ისე რა დონეზე არიან სულიერად.. ეს უნდა მიიღო, გაუშვა ყველა ასეთი ადამიანის წყენა ვისთანაც სიმართლეს ვერ იპოვი და დაიწყო ახალი ისეთი ცხოვრება სადაც შენ აღარ აირჩევ ისეთ ცხოვრებას სადაც მსხვერპლი ხარ, ისწავლი საზღვრების დაცვასაც, აღარ გექნება მოლოდინები ადამიანებზე იცხოვრებ მსუბუქი გულით და მოიზიდავ ასევე სასიხარულო მოვლენებს როგორი მსუბუქი დაწმენდილი გულიც გექნება.

თუ მიდის ვინმე შენი ცხოვრებიდან ეს ტრაგედია არ არის, მითხარი ისეთი ადამიანი ვისაც შეუძლია ერთი სიტყვის გამო დაგკარგოს, ვინც მუდმივად შენს კრიტიკაშია, ვინც ზემოდან გიყურებს და თავს არასრულფასოვნად გაგრძნობინებს, ვინც იცი რომ ნებისმიერ შესაძლებლობაზე გიღალატებს, ვისზეც თანახმა ხარ ყველაფერი აიტანო ოღონდ შენთან იყოს და მზად ხარ საკუთარი თავიც დათმო, ვინც არასოდეს არის შენს მიმართ სიყვარულით განწყობილი, ვინც ძალადობს შენზე და გგონია რომ ეს ნორმაა, ვინც შენზე არასოდეს ფიქრობს არც ერთხელ უკითხავს რა გტკივა რა გჭირდება , ნუთუ ვერ ხვდები რომ ასეთ ადამიანის წასვლა შენი ცხოვრებიდან საჩუქარია და არა სასჯელი?ნუთუ ვერ ხვდები რომ სამყარო გიცავს ამით, ნუთუ ვერ ხვდები რომ ღმერთი გაშორებს მათ ვინც არ უნდა იყვნენ შენს ცხოვრებაში?

შენი ბედნიერების დროა, ყოველთვის ხდება ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც, მაგრამ თუ ცუდში ჩარჩები ტკივილით ვეღარასდროს დაინახავ კარგს, მანამ სანამ ამ ტკივილიდან არ გამოხვალ, შენ იცი რომ დიდ ტკივილს ატარებ, ისიც რომ ეს ტკივილი გტანჯავს, მაგრამ გგონია რომ სულ უნდა ზიდო და ეს სიმართლე არ არის. შენ ხარ სული რომელიც დედამიწაზე არის გასათავისუფლებლად და არა ტყვეობისთვის...

სიყვარულს გიგზავნი, სიმშვიდეს გიგზავნი, ძალას გიგზავნი.. მიყვარხარ და ვიცი შეძლებ ამას, რომ დაიწყო ახალი ცნობიერი არსებობა სადაც წარსულში გაჭედილი აღარ იქნები და ისწავლი როგორ დატოვო ეს ტვირთი, როგორ გაიღიმო ხელახლა, როგორ გახდე მადლიერი ღმერთის, როგორ ააძგერო გული ისევ სიხარულით, როგორ გარდაქმნა ყველაფერი რაც ბედნიერებაში გაფერხებდა....

სხვა თუ ცუდად მოგექცა შენ მისი ამ საქციელის გამო მთელი სიცოცხლე არ უნდა დათმო სასოწარკვეთაში, გაგრძელდი ..

ასობით ათასობით ადამიანმა შეძლო ეს ჩემს გარშემო რაც ვნახე და მწამს რომ შენც შეძლებ..
შეიცან თავი შენი“, - წერს თეო ხაბულიანი

ასევე დაგაინტერესებთ:

„მაშინაც კი, როცა გზა შეგეშლება არ დაგტოვებს, უბრალოდ ცოტა უკან დადგება, რომ შენ თავად იპოვო სწორი მიმართულება...“ - ქეთევან ჯანდიერის ემოციური პოსტი მამაზე

ფეხბურთელ ნიკუშა ჭანტურიასა და ნია წივწივაძის ოჯახური იდილია - წყვილის საახალწლო განწყობა

ნინო ცქიტიშვილის ოჯახური კადრები ლას-ვეგასიდან - „ულამაზესები, ბედნიერი დასვენება“