Digest Logo

„სხვებისგან სინაზეს ნუ დაელოდებით, თავად დაიწყეთ მისი გამოსხივება“ - თაკო მელიქიშვილი 29 ოქტომბრის ენერგიებზე

1793255111
თაკო მელიქიშვილი

💖 29 ოქტომბერი - სიყვარულისა და სინაზის დღე.

დღეს საოცარი დღეა! შეგიძლიათ ამოისუნთქოთ. სავსე მთვარის გავლენა სუსტდება, ხოლო დღის ენერგიები 2 • 4 • 6 ჰარმონიულ მდგომარეობაში დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

😤 თუმცა, თუ დღის ენერგიას უარყოფითად გამოვლინდება, შეიძლება საყვარელ ადამიანზე გაბრაზება მოგინდეთ. არ მოგისმინათ, თხოვნა არ შეგისრულათ, ცოტა გესაუბრათ ან ისე არ მოიქცა, როგორც ელოდით და უკვე კამათის დაწყება გინდებათ.

🚫 დღეს კატეგორიულად არ იკამათოთ და ხმას არ აუწიოთ. ყველა დღე, რომლის ენერგიაც ორიანია — 2 • 11 • 20 • 29 — სიყვარულით, სინაზით, ალერსითა და პარტნიორისადმი კარგი დამოკიდებულებით უნდა გაატაროთ.

😘 დღეს მოეფერეთ, აკოცეთ, ჩაეხუტეთ და ალერსით გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი! მაშინაც კი, თუ ცოტათი გაგაბრაზათ, მიუახლოვდით, ჩაეხუტეთ და ყველაფერი სიყვარულით მოაგვარეთ — საყვედურების გარეშე.

💆‍♂️ აუცილებლად გაიკეთეთ მასაჟი. დღეს ძალიან გჭირდებათ სხეულებრივი კონტაქტი და სასიამოვნო ენერგიის გაცვლა — ისეთი, რომლის დროსაც შეგეხებიან, დაგამშვიდებენ და ახალი ენერგიით აგავსებენ.

🌟 ექვსიანის რეალიზაციისთვის დღეს ბევრი რამ საუკეთესოდ აეწყობა. მთავარია, საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკოთ და გულწრფელად გჯეროდეთ, რომ სიყვარულის, ბედნიერებისა და სიუხვის ღირსი ხართ.

📝 დღეს წერითი პრაქტიკები განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედებს. დაწერეთ, როგორი ბედნიერი, საყვარელი, წარმატებული, მდიდარი, სიყვარულით გარემოცული და რეალიზებული ხართ.

📱 აუცილებლად დაურეკეთ დედიკოს. თქვენს ძვირფას და საყვარელ ადამიანებს კი მისწერეთ, რამდენად ძლიერ გიყვართ და აფასებთ.

👍 დღეს სხვებისგან სინაზეს ნუ დაელოდებით, თავად დაიწყეთ მისი გამოსხივება. რაც მეტ სიყვარულს აჩუქებთ ამ სამყაროს, მით მეტს მიიღებთ უკან.

🙏 იყავით ყველაზე ბედნიერები, საყვარლები, სიყვარულით გარემოცულები და კოცნებით განებივრებულები!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხისტმა შენიშვნამ ან მტკიცებითი ფორმით საუბარმა შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს“ - 29 ოქტომბრის ასტროპროგნოზი

⭕„შესაძლებელია შეცდომები, დაბრკოლებები, გეგმების ჩაშლა“ - 29 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ოქტომბერს საქართველოში

✕