18 აგვისტო | დღე, როცა საკუთარი შანსი არ უნდა გაუშვა
დღის ენერგიებია 9 • 9 • 9 — მორიგი ჯეკპოტი!
დღეს უნდა გაბედო, იმოქმედო და შენი შესაძლებლობა გამოიყენო.
ნუ გადადებ იმას, რის გაკეთებასაც დიდი ხანია აპირებ.
💰 დღეს ფულის ცხრიანის დღეა. დახატე ცხრიანი 9 სწორი კუთხით და წარმოთქვი: „მე ვიზიდავ ფინანსურ სიუხვეს. ფული მარტივად შემოდის ჩემს ცხოვრებაში“.
⚠️ თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: დღეს არ შეიძლება ნერვიულობა და ხიდების დაწვა. 9-ის ენერგიამ შეიძლება გაგიჩინოს ყველაფრის დასრულების, ურთიერთობის გაწყვეტის, ყველას შორს გაგზავნისა და კარის გაჯახუნების სურვილი 😅 ნუ გააკეთებ ამას.
📚 სამაგიეროდ, სწავლისთვის შესანიშნავი დღეა ახალი კურსი, წიგნი, ცოდნა ან ახალი უნარის შეძენა. თუ დიდი ხანია სწავლის დაწყებას გეგმავ, დღეს გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო დროა.
👣 იარე ახალი გზებით და ეცადე, 15–20 წუთი კიბეებზე ახვიდე-ჩამოხვიდე. მოძრაობა განწყობის შეცვლასა და ენერგიის განახლებაში დაგეხმარება.
🎧 და რაც მთავარია საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს ნუ აიღებ. სამსახურში, ტრანსპორტში თუ სხვაგან, სხვის წუწუნს ნუ აჰყვები. გაიკეთე ყურსასმენები, მოუსმინე საყვარელ მუსიკას ან მანტრებს და მშვიდად განაგრძე გზა.
❤️ დღეს მოუსმინე მხოლოდ იმას, რაც სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიმდიდრესა და კარგ ურთიერთობებზეა. ნუ განაწყობ საკუთარ თავს ნეგატივისკენ. დღეს თავად ირჩევ, რით შეავსებ შენს დღეს აირჩიე ბედნიერება, სიყვარული და სიუხვე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ Vogue-მა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესი ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა