💵 18 ოქტომბერი - ფულის მომტანი ცხრიანის დღე: გახსენით ფინანსური ნაკადი და ნუ აიღებთ სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე! მისტიკური და საბედისწერო დღეა, რომლის ენერგიებია 9 • 2 • 2.
ბევრი სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს, ფინანსური სიუხვე კი უფრო ახლოს მოვიდეს, მთავარია, ეს დღე სწორად გაატაროთ.
9️⃣ აუცილებლად დახატეთ ფულის მომტანი ცხრიანი არადომინანტ ხელზე — იმ ხელზე, რომლითაც არ წერთ. ის ცხრა მართი კუთხისგან უნდა შედგებოდეს. ხატვისას წარმოთქვით: „ფული მარტივად, თავისუფლად და ძლიერი, თავდაჯერებული ნაკადით მოდის ჩემთან სხვადასხვა წყაროდან“.
⚠️ დღეს შეიძლება ბევრმა მოგმართოთ დახმარებისთვის: „დამეხმარე“, „მირჩიე“, „მოდი, გულს გადაგიშლი“ — და თქვენც მოგინდეთ, თანაუგრძნოთ, შეგეცოდოთ და საკუთარი რამეც კი გაიღოთ, ოღონდ მათი პრობლემა მოაგვაროთ.
🛑 მაგრამ სხვისი ტვირთი თქვენი არ უნდა გახდეს! ნუ მოუსმენთ უსასრულო წუწუნსა და ჩივილს. შეიძლება სხვისი ამბავი ისე გულთან მიიტანოთ, რომ მისი მძიმე ენერგია საკუთარ თავზე აიღოთ და თქვენს ცხოვრებაში გადმოიტანოთ. რაში გჭირდებათ ეს?
🗣️ თუ პროფესიული რჩევისთვის მოგმართავენ, თქვენი ენერგია უფასოდ ნუ გასცემთ. აიღეთ თუნდაც სიმბოლური ანაზღაურება — მონეტა ან ყავა, რათა ენერგეტიკული გაცვლა დაბალანსებული იყოს.
🧘♀️ დღეს კატეგორიულად მოერიდეთ ხმის აწევას. ნუ გაღიზიანდებით, ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ ეცდებით ყველას რამე დაუმტკიცოთ. სიმშვიდე ინტუიციის მოსმენასა და საბედისწერო მინიშნებების შემჩნევაში დაგეხმარებათ.
🚶♀️ აუცილებლად მეტი იარეთ, სასურველია, ახალი გზებით. წადით ახალ პარკში, აირჩიეთ უჩვეულო მარშრუტი, ან ველოსიპედითა თუ მანქანით ისეთ ადგილას გაისეირნეთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.
🔖 დღეს სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვისაც კარგი დროა. შეგიძლიათ კურსი შეიძინოთ, შეწყვეტილ სწავლას დაუბრუნდეთ, წიგნი წაიკითხოთ ან სასარგებლო პოდკასტს მოუსმინოთ.
🎨 ჩაიცვით ლამაზად, დაკავდით შემოქმედებითობით და დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ. მოერიდეთ დამღლელ წვეულებებსა და ენერგიის გაფლანგვას — აირჩიეთ სასიამოვნო, მშვიდი და თქვენთვის სასარგებლო ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
❤️ იყავით ყველაზე ბედნიერები, ფინანსურად უზრუნველყოფილები და წარმატებულები, ჩემო ჭკვიანებო! და რაც მთავარია — სხვის პრობლემებს საკუთარ ცხოვრებაში ნუ გადმოიტანთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ავად ვარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
⭕„კარმული დღე, წარსული თავს შეგვახსენებს...“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი