Digest Logo

სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - „აუცილებელია უსიამოვნო ურთიერთობების დასრულება“

1710575404
სოფია ბზეკელავა

ასტროლოგმა სოფია ბზეკელავამ გადაცემა „შენი დილის“ ეთერში ზოდიაქოს 12 ნიშანზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ეს წელი მნიშვნელოვანია ურთიერთობების გამყარებისთვის. სოფია ბზეკელავა ამბობს, რომ ამ წელში ჩამოყალიბებული წყვილები ყველაზე მყარები არიან და ძალიან ცოტაა შანსი იმისა რომ დაიშალონ.

ვერძი:

ვერძი არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. 2024 წელი ვერძის ცხოვრებაში არის სტატუსის ცვლის წელი. შესაძლოა შეიცვალოთ როგორც პროფესიული ისე პირადი ურთიერთობების სტატუსი. ამ გაზაფხულზე სამყარო გაძლევთ შანსს, სწორ ემოციებზე აგებული პარტნიორული ურთიერთობები გქონდეთ.

კურო:

კუროების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გექნებათ სამსახურში. შესაძლოა თქვენი სამსახური ზეგავლენას ახდენდენს პირად ურთიერთობებზე. ტოქსიკური გარემოდან მალე უნდა გამოხვიდეთ და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.

ტყუპები:

ემოციური ფონი ამ პერიოდში მაღალი გაქვთ. ასევე გაქვთ ნოსტალგიური განცდები. ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, ასე რომ ნუ იჩქარებთ კარგად გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი. არის რთული მომენტებიც მიმდინარე პერიოდში, თუმცა შეგიძლიათ ამისგან დაიცალოთ და განთავისუფლდეთ.

კირჩხიბი:

თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორ ფაქტორთან პირველ რიგში სამსახურებრივი ფაქტორი მიბმულია ოჯახურთან. ასევე აუცილებელია დაივიწყოთ ბავშვობის ტრავმები.

ლომი:

თქვენ აუცილებლად მოგიწევთ გააანალიზოთ რომ გჭირდებათ დიალოგი. აუცილებლად უნდა ილაპარაკოთ წარსულის წყენებსა და მოთმინებაზე. ასევე უნდა გადაჭრათ პირადი ურთიერთობები. მიიღებთ შანსს გადაჭრათ პრობლემები ყველა ახლობელ ადამიანთან.

ქალწული:

მომდევნო კვირაში შესაძლოა აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციებში თუმცა ამ საკითხებს წარმატებით გაუმკლავდებით. ვერ მიდიხართ კომპრომისზე. იცვლება ცხოვრებისეული ფასეულობები და საბოლოოდ წყდება ის ძაფები რომლებიც გაკავშირებდათ ყოფილ პროფესიასა და სამსახურთან რადგან ფიქრობთ რომ ეს თქვენი აღარ არის. მიიღებთ შანსს ახალი ტიპის თანამშრომლობაში და შესაძლოა ბიზნესიც წამოიწყოთ.

სასწორი:

მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად შეეხება სასწორს, რაც გამოიხატება ხასიათსა და განწყობაში. გეცვლებათ იმიჯი სტატუსი და რეპუტაცია საზოგადოებაში. შეგიძლიათ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი თავი. შანსი გაქვთ დაიწყოთ პირადი ურთიერთობები.

მორიელი:

არ უნდა გაექცეთ ურთიერთობებს დიალოგებს. საჭიროა ილაპარაკოთ მინიმუმ საკუთარ თავთან. არსებობს მეორე ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ურთიერთობა. ნუ იქნებით სირაქლემის პოზიციაში.

მშვილდოსანი:

ყველაზე მთავარია გუნდი ჯგუფი და კოლექტივი. 8 აპრილამდე მოგიწევთ კორექტირება წარსულის პრობლემების. ასევე შესაძლებლობა გაქვთ გამოასწოროთ ურთიერთობები მეგობრებთან. შეიძლება წამოწყებული ურთიერთობა რომანტიკაშიც გადაიზარდოს.

თხის რქა:

მნიშვნელოვანია კარიერა, არ უნდა შეგეშინდეთ უნდა ილაპარაკოთ და სწორად უნდა მონიშნოთ საზღვრები. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დაიწყება ფინალიზაცია რაც შეეხება დავებს, მათ შორის სასამართლო დავებს.

მერწყული:

ამ ნიშნის ადამიანებთან მოდის მნიშვნელოვანი ეტაპი რაც უკავშირდება ურთიერთობებს. ძალიან კარგი პერიოდია შემოქმედებითი კარიერისთვის. უნდა დააკვირდეთ ყველა ნაბიჯს და ყველა წამოწყებულ ურთიერთობას.

თევზები:

უახლოესი ერთი კვირა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის წარსულის დაჯამებისთვის. ოჯახთან ახლობლებთან. თავიდან ეს არ იქნება მარტივი. გიჭირთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი. შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობები რომლებიც წარსულში დაიშალა. რეალობაში ახალი ხედვებითა და პერიპეტიებით შეაბიჯებთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ მიულოცა მაკა ზამბახიძემ ქმარს დაბადების დღე

„111 წლის ქალბატონ ნინას წარმატებით ჩაუტარდა მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება“ - პირველი სამედიცინო ცენტრი

„ცდუნებების“ ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები