ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ ანა მზიანის სახელით არის დარეგისტრირებული, ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მაისის პროგნოზს აქვეყნებს. მისი პროგნოზით, ქალწულებისთვის მაისი საკმაოდ დინამიკური და მოვლენებით დატვირთული თვე იქნება. პლანეტარული კონფიგურაციები მიანიშნებს, რომ ძირითადი აქცენტები კარიერულ წინსვლაზე, იურიდიულ საკითხებსა და შინაგან ტრანსფორმაციაზე გაკეთდება.
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის
☀ ჩემო ძვირფასო ქალწულებო, გილოცავთ მაისის დადგომას, ყველაფერი საუკეთესო მოგიტანოთ ვარდებისა და იასამნების თვემ. 21 მაისამდე მზე კუროშია და კარგი პერიოდია თქვენთვის. ასტროლოგიური მოვლენებით მაისი საკმაოდ დატვირთულია.
გველოდება ორი სავსემთვარეობა: პირველი პირველ მაისს, 21:22-ზე მორიელში და მეორე 31 მაისს 12:44-ზე მშვილდოსანში. ამ დროისთვის მზე უკვე ტყუპში იქნება, თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად და ვნახოთ, რას მოგიტანთ პლანეტების კონფიგურაცია მაისში. შეგახსენებთ, რომ პროგნოზს უნდა გაეცნოთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.
☀ პირველ მაისს, 21:22-ზე სავსემთვარეობა გველოდება მორიელში - შეიძლება დაასრულოთ კონკრეტულ ადამიანთან მეგობრობა, სხვაგან გადავიდეს თქვენი მეზობელი, რომელთანაც მეგობრობდით. უნდა მიიღოთ შედეგი საქმიდან, ბიზნესიდან და მიხვდებით, ღირს თუ არა მისი გაგრძელება. მიიღებთ საბუთებს, რაზეც გქონდათ მოთხოვნა გაგზავნილი.
☀ 3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე - გახშირდება კომუნიკაცია უცხოეთში მყოფ ახლობლებთან. შეიძლება საზღვარგარეთიდან მიიღოთ საჩუქარი, ფული ან გადაწყვიტოთ უცხოეთში გამგზავრება, მიიღოთ ვიზა, აიღოთ პასპორტი. მოგიწევთ იურიდიული საკითხების მოგვარება, იურიდიული დოკუმენტების გაფორმება.
☀ 5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური - პლუტონთან - რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. უსიამოვნება შეიძლება იყოს ფინანსების გამო.
☀ 6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) - დაარეგულირეთ სახლის ვალდებულებები და სამსახურის საქმეები. ნათესავის გამო არ გაიფუჭოთ მდგომარეობა სამსახურში. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
☀ 6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე - პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და პლუტონი ბრუნდება კონკრეტულ წერტილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. პლუტონი რეტროგრადული ხდება თქვენი საქმიანობის, ყოველდღიური ვალდებულებების სფეროში. სამსახურში შეიძლება შეგეცვალოთ გრაფიკი, მუშაობის პირობები. შეიძლება მოგიწიოთ ანალიზების გადამოწმებამ, თუ მკურნალობდით და შედეგი ვერ მიიღეთ ახლა შეიძლება ახლებურად მიუდგეთ ამ საკითხს - გამონახოთ ახალი კლინიკა, ექიმი, მეთოდი.
☀ 14 მაისს მზე-მერკურის შეერთება გველოდება კუროში - ამ დღეს ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საბუთების მოწესრიგებისას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება იურიდიული საკითხების, დოკუმენტების მოგვარებას, უცხოეთში გამგზავრებას, საზღვარგარეთ რამის შეძენას.
☀ 17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე - სიახლეები გელოდებათ სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პედაგოგობის სფეროში. ზოგიერთი გადაწყვეტთ საზღვარგარეთ გამგზავრებას სწავლის ან სიყვარულის გამო. თუ ასაკით უფროსი შვილები გყავთ, მათგან მიიღებთ სასიამოვნო სიახლეებს.
☀ 17 მაისს თქვენი მმართველი მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში - ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე. თუ დაწინაურება გსურდათ, საბუთების მოგროვება უნდა დაიწყოთ ან უფროს დაელაპარაკოთ. ზოგიერთს გელოდებათ მივლინება. სტატუსი შეიძლება შეიცვალოთ ავტომობილის შეძენით ან აიღოთ მანქანის მართვის მოწმობა.
☀ 17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი კუროშია - გააქტიურდებით, რომ წარმატებას მიაღწიოთ უცხოეთის თემაში. შედეგი შეიძლება მომენტალური არ იყოს, მაგრამ მყარ საფუძეველს ჩაუყრით. კარგი დროა სწავლისთვის. ამასთან, მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან (მეუღლის ნათესავებთან), განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა გაქვთ.
☀ 18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან - სიახლეები გელოდებათ სტატუსის თემაში. შეიძლება თავად მოინდომოთ რამის შეცვლა ან სიტუაციამ გაიძულოთ. შესაძლებელია სამსახურის შეცვლა ან მიიღებთ დაწინაურებას. ზოგიერთმა შეიძლება გაყიდოთ ერთი ბინა და იყიდოთ მეორე.
☀ 19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე - რომანტიკული ნაცნობობა შესაძლებელია ინტერნეტით ან შეიძლება მეგობრებმა გაგაცნონ საინტერესო ადამიანი. საუკეთესო დროა ინტერნეტსაქმიანობისთვის, საკუთარი თავის რეკლამირებისთვის, პრეზენტაციების მოსაწყობად.
☀ 21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის - ყურადღება უნდა მიმართოთ თქვენი კარიერის გაუმჯობესებაზე, სტატუსის ამაღლებაზე. შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ ინტელექტუალურ საქმიანობაში. არაა გამორიცხული, რომ დაწინაურდეთ, დაიწყოთ ახალი პროექტის განვითარება.
☀ 22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია - მოულოდნელად რაღაც იდეები შეიძლება დაგებადოთ ან დაიწყოთ რაღაც უცნაურისა და მოულოდნელის განხორციელება. ზოგიერთმა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოთ პროფესია, დაიწყოთ ახლის შესწავლა.
☀ 25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან - ნურაფერს ახალს ნუ მოიმოქმედებთ, გავიდეს ეს დაძაბული ასპექტი. დაიცავით ბალანსი სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებს შორის.
☀ 26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან - შეიძლება ახალი პარტნიორები გამოგიჩნდნენ ან თქვენ გახდეთ ახალი გუნდის წევრი. ზოგიერთი მიიღებთ დაწინაურებას, განსაკუთრებით თუ ადრე უკვე გქონდათ ამის მცდელობა.
☀ 31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული საოჯახო საქმეების მოგვარებისას.
შეიძლება დაასრულოთ რემონტი, მიიღოთ უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილება, შეიცვალოთ მისამართი, იყიდოთ რამე სახლისთვის.