Digest Logo

„სწრაფად დაწყებული ახალი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფადვე დასრულდეს...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25-31 აგვისტო

1756131276
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

როგორია ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25-31 აგვისტოს შუალედში:

ვერძი ♈

ოჯახის საქმეები ხელს შეგიშლით პროფესიულ საქმიანობაში. საყვარელი ადამიანის ფინანსური პრობლემების გამო, მოგიწევთ მისთვის დახმარების გაწევა. მეგობრები ვერ დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში, რის გამოც შესაძლოა ზოგიერთ მათგანთან გაგიუარესდეთ ურთიერთობა.

კურო ♉

ენერგიის მომატება სასიკეთოდ იმოქმედებს შრომისუნარიანობაზე. მოერიდეთ დისკუსიებს, რათა არ დაკარგოთ დრო უქმად. გამოიყენეთ არსებული სიტუაცია საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს.

ტყუპები ♊

კარგი დროა სოციალური აქტივობისთვის და საქმიანი წრის გასაფართოებლად. პროფესიული საქმიანობა, შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, დამატებითი მოვალეობების შესრულების გამო.

კირჩხიბი ♋

თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, თუ დამოუკიდებლად აირჩევთ სამომავლო მიზნებს. მთავარია, ყველა ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასიყვარულო სფეროში ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ.

ლომი ♋

პროფესიულ საქმეებში, რთული ამოცანები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. უსმინეთ ინტუიციას. გაიზრდება კონტაქტებისა და გადაადგილებების რაოდენობა. სასიყვარულო ურთიერთობაში სიმშვიდე, მომავლის იმედს გაამძაფრებს.

ქალწული ♍

ყურადღებით იყავით იმ ადამიანთა მიმართ, ვისთანაც მოგიწევთ ურთიერთობა, რათა არ მოტყუვდეთ. მოგზაურობები მშვენიერ გამოცდილებას დააგროვებთ, რაც დაგეხმარებათ მომავალ საქმეებსა და დასახული მიზნების მიღწევაში.

სასწორი ♎

სამსახურებრივი მოვალეობები, მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. ახალი კავშირები დადებითად წაადგება თქვენს კარიერას. უცხოელებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ. სწრაფად დაწყებული ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი, შეიძლება სწრაფადვე დასრულდეს.

მორიელი ♏

თუ მთელს დროსა და ენერგიას მიმართავთ კარიერისკენ, შესაძლოა, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის უკმაყოფილებას გადააწყდეთ. გადაღლამ კი, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. მოგზაურობა დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი აღმოჩნდება.

მშვილდოსანი ♐

პარტნიორულ ურთიერთობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, თუ დაიცავთ ზომიერებას. სასიყვარულო ურთიერთობის გაიდეალება ურთიერთობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს გახდის.

თხის რქა ♑

აქტიური პერიოდია. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და უსმინეთ ინტუიციას. განსაკუთრებული მოთმინება გმართებთ პირად ურთიერთობებში. ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში დასვენება, გამოგიკეთებთ განწყობას.

მერწყული ♒

მოსალოდნელია, გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება, რაც თქვენს საქმიანობაზეც აისახება. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, რადგან სირთულეები ელის საქმიან კავშირებს. ეცადეთ ეს დრო გამოიყენოთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დასვენებისათვის.

თევზები ♓

ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ინტრიგები და საიდუმლო ინფორმაციის გაგება. მოგზაურობა კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - არის მსხვერპლი

⭕დუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

🎥 ანრი ჯოხაძემ ახალ კლიპში „თბილისი-ბათუმი“ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა - „როცა ადამიანის ინტელექტი, ხელოვნურ ინტელექტს იდეალურად ერწყმის!“

წყარო: tbiliselebi.ge