Digest Logo

ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - არის მსხვერპლი

1756128314
პოლიციის ლენტი

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

🎥 ანრი ჯოხაძემ ახალ კლიპში „თბილისი-ბათუმი“ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა - „როცა ადამიანის ინტელექტი, ხელოვნურ ინტელექტს იდეალურად ერწყმის!“

🎥 „ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფ ადამიანებთან...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან