Digest Logo

დუშეთში სასწრაფოს ექიმებმა ტურისტი სიკვდილს გადაარჩინეს

1756122049
ექიმები - სასწრაოფსი

„დუშეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა ტურისტი გადაარჩინეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად" წერს.

„დუშეთის რაიონული სამსახურის პირველი ბრიგადა გამოძახებაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღო.

ლოზუნგი - სასუნთქ გზებში უცხო სხეული.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სტუმრად მყოფი ტურისტების ოჯახი სადილზე გზად მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეყოვნდა. სადილობისას ერთ-ერთ მათგანს, ახალგაზრდა ქალს მოულოდნელად რაღაც გადასცდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ხორცის ნაჭერი და დაეწყო ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია.

ექიმი ლიანა ნათელაშვილი, ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დავიწყეთ ჰეიმლიკის მანევრის ჩატარება, რომელიც დაახლოებით 45-50 წუთი გაგრძელდა. აქვე უნდა აღვნიშნო აღნიშნული კვების ობიექტის თითოეული წევრის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობა. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.

ერთ-ერთი მანიპულაციის დროს პაციენტმა ხმის ამოღება შეძლო და „ექიმო, მიშველეო“ - მომმართა. როგორც კი შევძელით პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება, სასწრაფო წესით ჰოსპიტალიზაციის პროცესი დავიწყეთ. გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანაში, ავიყვანეთ მონიტორზე და სტაბილურ მდგომარეობაში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შევიყვანეთ.“

ექიმ ლიანა ნათელაშვილის თქმით, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების ექთნის ეკატერინე გელოვანისა და სასწრაფო დახმარების მძღოლის დემურ გვრიტიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი.

ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტისკენ მიმავალი გზა საცობის გამო თითქმის სრულად იყო პარალიზებული, შეუძლებელი შეძლო და ბრიგადის წევრები გამოძახების ადგილას ოპერატიულად მიიყვანა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ანრი ჯოხაძემ ახალ კლიპში „თბილისი-ბათუმი“ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა - „როცა ადამიანის ინტელექტი, ხელოვნურ ინტელექტს იდეალურად ერწყმის!“

„ჩემი მოთხოვნაა უვადო პატიმრობა..ბოლოს ლუკას ტელეფონი არ ჰქონდა, „ფეისბუკიც“ თეკლას ხელში იყო, აკონტროლებდა მიმოწერას“ - ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან

🎥 „ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფ ადამიანებთან...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან