ურანი საბოლოოდ გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, 2026 წლის 26 აპრილიდან 2033 წლამდე.
ურანის შესვლა ტყუპებში იწყება 0° ტყუპებიდან და ნელ-ნელა მოძრაობს წინ.
ყველაზე ძლიერად იგრძნობენ ისინი, ვისაც აქვთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები: 0° – 5° ტყუპებში, ქალწულში, მშვილდოსანში, თევზებში.
ეს არის პირველი „შოკური ტალღა“, შემდეგ ეტაპობრივად მიიწევს წინ 5° – 10° 10° – 15° და ასე შემდეგ და 7 წლის განმავლობაში ყველა თქვენგანს შეეხება ეტაპობრივად.
როცა ურანი წინ მიდის ერთ-ერთი ყველაზე „გამღვიძებელი“ ტრანზიტია - სწრაფი ცვლილებები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, აზროვნების გადატრიალება, კომუნიკაციის ახალი ფორმები.
ტყუპებში ურანი განსაკუთრებით ძლიერია, რადგან ეს ნიშანი უკვე დაკავშირებულია ინფორმაციასთან, მოძრაობასთან და აზროვნებასთან.
📌 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვისაც მუტაბელურ ნიშნებში გყავთ პირადი პლანეტები, მზე, მთვარე, ასცენდენტი ამ გრადუსებში ასევე მერკური, ვენერა, მარსი.
მუტაბელური ნიშნებია:
♊ ტყუპები ეს ტრანზიტი პირდაპირ თქვენს იდენტობას ეხება. რადიკალური ცვლილებები გარეგნობაში, სტილში, ცხოვრებაში თავისუფლების ძლიერი სურვილი „აღარ მინდა ძველებურად ცხოვრება“ მოულოდნელი გადაწყვეტილებები, სამსახურის შეცვლა, გადაადგილება, ეს არის „ახალი მე“-ს დაბადება.
♍ ქალწული თქვენთვის ეს კარიერულ და სოციალურ სფეროს ეხება. პროფესიის მოულოდნელი ცვლილება სტატუსის სწრაფი ზრდა ან მოულოდნელი მიმართულების შეცვლა, ავტორიტეტებთან დაძაბულობა - „არ მინდა ჩარჩოებში ყოფნა“ შეიძლება, სრულიად სხვა გზაზე გადახვიდეთ.
♐ მშვილდოსანი ურთიერთობები და პარტნიორობა ექცევა დარტყმის ქვეშ, მოულოდნელი ურთიერთობების დაწყება ან დასრულება, თავისუფლების მოთხოვნა პარტნიორში არასტაბილურობა — მაგრამ ამავე დროს საინტერესო ნაცნობობები. ან ძალიან სწრაფად შედიხართ ურთიერთობაში, ან უცებ გადიხართ.
♓ თევზები სახლი, ოჯახი, შინაგანი უსაფრთხოება საცხოვრებლის შეცვლა, გადაბარგება ოჯახში მოულოდნელი ცვლილებები ემოციური „გაღვიძება“ ძველი სტრუქტურები იშლება, ახალი შენდება ამ პერიოდში. ბევრგან შეიძლება უძრავი ქონების მოულოდნელად შეძენა, ზოგთან გაყიდვა. ერთერთ მშობელსაც შეეხება. მუტაბელურ ნიშნებისთვის ცვლილებები არ არის დაძაბულობის მომტანი, რადგან მათ ცვლილებები ისედაც უყვართ, პირიქით შესაძლოა, ეს ცვლილებები სასიკეთოც იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ: