Digest Logo

„სულის ტკივილი საუკეთესო მასწავლებელია, სულს ენა არ აქვს, იქ მხოლოდ გრძნობაა“ - გიორგი ლობჯანიძის ემოციური პოსტი

1760693352
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ემოციურ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„სული მუდამ ატარებს იმას, რასაც გონება ეძებს. უბრალოდ, ყველაფერს თავის დრო აქვს.

დრო არის მდინარე, მაგრამ ცნობიერება მისი სანაპირო. ჩვენ სწორედ სანაპიროს ათვისება უნდა შევძლოთ.

სიმშვიდე ყველაზე ხმამაღალი ხმაა. ვინც ისმენს შინაგან დუმილს, მას სამყაროს საიდუმლოების ესმის.

რასაც გულისხმიერად ასხივებ, იმითვე გიპასუხებს ბუნებაც. ვინც საკუთარ ჩრდილს ვერ იცნობს, სხვის ნათელს ვერ დაინახავს.

გულში დამალულია ბიბლიოთეკა, ხოლო თითოეული წიგნი ჩვენი ცხოვრების ფასდაუდებელი გამოცდილებაა.
ყველაზე დიდი საიდუმლო უბრალოებაა.

რაც მეტ სიკეთეს გააკეთებ, მით მეტად ამოგიღებს ბოროტი მიზანში, ვისაც ჩააცვი, ისიც კი გაგხდის, მაგრამ მიზანიც ისაა, რომ არ გაბოროტდე, დაითმინო განსაცდელი და უფალს ასე მიუახლოვდე.

ტკივილი სულის საუკეთესო მასწავლებელია. ვისაც სტკივა და ამ გამოცდას მამაცურად იტანს და აცნობიერებს, ჭეშმარიტად დიდ სიბრძნეს მიუახლოვდება.

სულს ენა არ აქვს, იქ მხოლოდ გრძნობაა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნატალია ქუთათელაძე მამის გარდაცვალების შემდეგ არქივიდან ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ეს მგზავრები გარეთ გამოსაშვები არ არიან, როგორ დაკარგეს ადამიანობა, რა ჯანდაბაა“ - შოკის მომგვრელი რეაქციები მატარებელში, სადაც კაცი გარდაიცვალა

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც ნოემბერში ცხოვრების რადიკალურად შეცვლას შეძლებენ