Digest Logo

🎥 „ერთი მგზავრის გამო გავჩერდით ყველა?“ - მგზავრების შოკისმომგვრელი რეაქციები ვაგონში, სადაც კაცი გარდაიცვალა

1760692501
მეტრომეტრო

15 ოქტომბერს თბილისში, სამგორის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა.

შემთხვევა მეტროს ვაგონში მოხდა, რის გამოც თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობდა. 

მგზავრებს რამდენიმე წუთი ვაგონში გაჩერება მოუწიათ და მიუხედავად მიზეზის გაგებისა, მათი რეაქციები შოკის მომგვრელია. 

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „დანტესი“ წერს:

„თბილისის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა და მგზავრების რეაქცია და კომენტარები:

- ესე იგი ერთი მგზავრის გამო გავჩერდით ყველა?.

- ადამიანი კი არა მატარებლები „გეცვლებათ“.

- წინა მატარებელში მგზავრი გარდაიცვალაო და აქაც ვიხოცებით ხალხი ლოდინით.

- მერე გეთქვა შე დალოცვილო რომ არ იყო გაფუჭებული, გამისკდა გული.

- ცხოვრებაში აღარ ჩავალ მეტროში, ამდენი ხანი ვიჯექით.

- გაჩუმდი, მერე რა რომ ვიჯექით, მოკვდა ადამიანი.

ბოლო ადამიანის გარდა, ეს მგზავრები მეტროში კი არა გარეთ გამოსაშვები არ არიან.... 🤮🤮🤮 სახლში უნდა გამოკეტო მთელი ცხოვრება.... როგორ დაკარგეს ადამიანობა, რა ჯანდაბაა...

ყველა თავის თავზე როგორ ზრუნავს... შენ კიდე მეგობარო ბოლო სიტყვების ავტორი ( გაჩუმდი, მერე რა რომ ვიჯექით, მოკვდა ადამიანი ) თუ ამას კითხულობ, მადლობა რომ ადამიანი ხარ.... და არ მოგწამლა ცხოვრებ და გარეშემომყოფთა რეაქციებმა....“, - წერს „დანტესი“. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც ნოემბერში ცხოვრების რადიკალურად შეცვლას შეძლებენ

„არც ერთ წამს არ შევცვლიდი, ზუსტად ის სიყვარულის ზღაპარი იყო, რომელზედაც ჩუმად მიფიქრია“ - ანეტა ნიკურაძის და გიორგი ჭოხონელიძის ქორწინებიდან 4 წელი გავიდა

„არც არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, არც არასოდეს ყოფილა ის დრო...“ - ნატო გელაშვილმა ახალი ლექსი დაწერა