Digest Logo

„სულმა უკვე გაიარა ნახევარი წრე და მზად არის თავის თავი გამოავლინოს სხვაში...“ - სულის ევოლუციური გზა ამ სამყაროში ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1760081644
ასტროლოგია

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი  AstroBlog SkyLight  ფეისბუკზე სულის ევოლუციის გზებზე წერს.

ნახეთ, მზის ევოლუციური გზა ამ სამყაროში ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

„როგორც ვიცით, ზოდიაქო არის მზის (სულის) ევოლუციური გზა ამ სამყაროში.

ვერძში ხდება სულის დაბადება - ინკარნაცია და ის იღებს ეგოს - ვინ ვარ მე.

კუროში სული იღებს მატერიას, ფორმას და ახორციელებს ფიზიკური გადარჩენისკენ მიმართულ საქმეებს.

ტყუპებში სული სწავლობს, ამყარებს ურთიერთობებს, რათა გამოავლინოს თავის თავი გარე სამყაროში.

კირჩხიბში სული იძენს ზრუნვის, დაცვის უნარს, მას უჩნდება კეთილდღეობის სურვილი.

ლომში სულს უჩნდება აღიარების, დიდების სურვილი, რათა თავის კვალი დატოვოს ამ სამყაროში.

ქალწულში სული მიმართულია ადამიანების მსახურებისკენ, ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ და ყოველდღიური საქმიანობისკენ.

სასწორში სულმა უკვე გაიარა ნახევარი წრე და მზად არის თავის თავი გამოავლინოს სხვაში, ანუ მზად არის პარტნიორული ურთიერთობისთვის, რათა ისწავლოს ადაპტაცია და კომპრომისზე წასვლა.

მორიელში სულმა შეიცნო თავის შემოქმედებითი ძალა და აღდგენის უნარი . აქ ის შეიგრძნობს სხვა სამყაროს არსებობას.

მშვილდოსანში სულს დაუგროვდა პოტენციალი, ამიტომ უზიარებს სხვებს და იწყებს ცხოვრების არსის ძიებას.

თხის რქაში სული ახდენს მთელი გამოცდილების მოწესრიგებას და სტაბილიზაციას, შეფასებას.

მერწყულში სული ცდილობს აკეთოს ისეთი საქმეები, რომ სარგებელი მოუტანოს კაცობრიობას.

თევზებში მოსული სული რთული ამოცანის წინაშეა. ერთის მხრივ ის ითხოვს განცალკევდეს და შეერწყას საწყისს, მეორეს მხრივ აქვს დიდი ცდუნება დარჩეს მიწიერი ცხოვრების ილუზიაში.

ეს ნიშანი მაღალ ვიბრაციებში ბადებს გურუებს, გენიოსებს, ზეადამიანებს, დაბალ ვიბრაციებში მიწიერ მანკიერებებზე მიჯაჭვულ ადამიანებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე მნიშვნელოვანი წარმატება და იღბალი ელის

„ადამიანის ჯანმრთელობა მისი აზროვნების პირდაპირი შედეგია, ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის არის პირდაპირი კავშირი“ - თამარ კვარაცხელია

🎥 „მთავარი მოქმედი პირი ხართ! ახლა თქვენი დროა...“ - სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის