
პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯორჯ ბერნარდ შოუს სიტყვებს ციტირებს.
მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა მისი აზროვნების პირდაპირი შედეგია, ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის არის პირდაპირი კავშირი:
„ჩვენი აზრები ძალა:
აღმოსავლეთში, ისინი ამბობენ: „ადამიანის ყველაზე დიდი მტერი არ უსურვებს იმ უბედურებებს, რაც მისმა აზრებმა შეიძლება მას მოუტანოს“.
ანტიკურობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკურნალი ავიცენა ამბობდა: „ექიმს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში სამი საშუალება აქვს – სიტყვა, მცენარე, დანა“.
ყურადღება მიაქციე - სიტყვა პირველ რიგში მოდის.
პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალგაზრდა ფსიქოლოგი ემილი კეი, საკუთარი საფრთხისა და რისკის ქვეშ, მთავარი ექიმის მითითებით, თავის პაციენტებს დღეში სამჯერ ხმამაღლა ეუბნებოდა ფრაზას „ყოველდღე მე თავს უკეთ და უკეთესად ვგრძნობ“. ის სთხოვდა გაემეორებინათ არა მექანიკურად, არამედ მთელი შეგრძნებით და რას ფიქრობთ? რა მოხდა? ერთ თვეში ამ ექიმის პაციენტებმა დატოვეს საავადმყოფოს კედლები გამოჯანმრთელებულებმა, რაც მოგვიანებით, მთელი საფრანგეთის სამედიცინო პერსონალის საუბრის მთავარი თემა გახდა.
გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: მძიმედ დაავადებული პაციენტები გამოჯანმრთელდნენ ერთი თვის განმავლობაში, ზოგიერთ პაციენტში ქირურგიული ჩარევის საჭიროებაც კი გაქრა. ანუ, დადასტურდა ანტიკურობის დიდი მეცნიერის პარაცელსუსის ვარაუდი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რწმენა სასწაულებს ახდენს.
ადამიანის ჯანმრთელობა მისი აზროვნების პირდაპირი შედეგია. მგონი უკვე, არავის ეპარება ეჭვი, რომ ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის არის პირდაპირი კავშირი.
„ყველა დაავადებისგან, ნებისმიერი ინფექციისგან საუკეთესო თავდაცვა არის საკუთარი ჯანმრთელობის და პოზიტიური აზროვნებაში მტკიცე რწმენა“, - ამბობს ანდრეი მეტელსკი, ფსიქოთერაპევტი ოც წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილებით.
„უარყოფითი აზრები ანადგურებს. მაგალითად, გაბრაზება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს. უკმაყოფილება საბოლოოდ იწვევს ღვიძლის, პანკრეასის დაავადებებს, ქოლეცისტიტს”.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური წესი ამბობს: სიყვარულის, თანაგრძნობისა და აღტაცების სიტყვიერი გამოხატვა აძლიერებს სასიცოცხლო ენერგიას. ბოროტი და უარყოფითი სიტყვები კი ადამიანის ენერგიას ამცირებს.
ცუდ ფიქრებთან დაკავშირებული დაავადებების საერთო რაოდენობა სტაბილურად იზრდება. მათ ზეგავლენიდან გამოსვლისთვის, უნდა მიჰყვე უძველესი დროიდან მოყოლებულ ბრძენთა რჩევას - რაც არ უნდა რთული იყოს ამის კეთება შენთვის, დატკბი ცხოვრებით!
ასე რომ, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ბედი პირდაპირ დამოკიდებულია მის აზრებზე.
კარგზე ფიქრი - კარგის მოლოდინი.
ცუდზე ფიქრი – ცუდზე ორიენტირებული და ის რეალიზდება.
ის, რაზედაც გამუდმებით ვფიქრობთ, ყალიბდება რწმენად, რომ ეს უნდა მოხდეს ან შეიძლება მოხდეს. და ეს რწმენა შობს მოვლენას...
ამიტომ დღეიდან ვიწყებთ მხოლოდ კარგზე ფიქრს, მხოლოდ საუკეთესოს იმედით.
და მაინც, არასოდეს ინერვიულოთ წვრილმანებზე!
გავითვალისწინოთ ინფარქტისა და გულის უკმარისობის პრევენციის აღიარებული სპეციალისტის ამერიკელი კარდიოლოგის რობერტ ელიოტის ორი ოქროს წესი.
წესი პირველი: არ ინერვიულოთ წვრილმანებზე.
წესი მეორე: ყველაფერი წვრილმანია“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: