Digest Logo

„არასდროს ორ ადამიანს შორის ასეთი სითბო და ერთმანეთის მიმართ უსაშველო პატივისცემა არც მინახავს, არც გამიგონია“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1760631071
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

იგი ამჯერად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბებია-ბაბუის ურთიერთობაზე წერს:

„ბებია ბოლოს ვეღარ ხედავდა.. ბაბუას კი სათვალეც არ გამოუყენებია არასდროს.

ძილის წინ კითხულობდა ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდა, ჟურნალ ნიანგის ძველ ნომრებს, საბავშვო მოთხრობებს, რომელსაც ყდა აღარ ჰქონდა და ადგილ ადგილ ფურცლებიც აკლდა, მოკლედ ყველაფერს..

ერთ დღეს შეთანხმდნენ, ბაბუა ხმამაღლა წაიკითხავდა, რომ ბებიასაც გაეგონა გახალისებულიყო და დრო გაეყვანა მასაც.

ვისაც ხის სახლში ერთხელ მაინც გაუთევია ღამე ყველამ იცის, ხმამაღლა წაკითხული კი არა სუნთქვაც ისმის ოთახიდან ოთახში, ფარღალალა წაბლის ხის კედლებში.

ჰოდა ასე მოვისმინეთ ბებიასთვის ხმამაღლა, ზოგჯერ გამოთქმით წაკითხული ძმები გრიმების ზღაპრები, ბიძია თომას ქოხი, ლევან გოთუას გმირთა ვარამი და მიჩურინული კვლევის ძირითადი დებულებებიც კი...
გატრუნული ვუსმენდით..

ზოგჯერ ბაბუა ჩათვლემდასავით და შეანელებდა, ხმას დაუდაბლებდა, ბებია უსაყვედურება რიხით:

„ებიჯო გამაგონე მადლიზა თუ მაგონებ!!!". ბაბუაც გამოფხიზლდებოდა და აგრძელებდა შემართებით.

როდის, როდის დაგვეძინებოდა... დავიბადე და გავიზარდე ასკანაში, ვიცხოვრე ქალაქშიც, უცხოეთშიც ვიცხოვრე კარგა ხანს, არსად, არასდროს ორ ადამიანს შორის ასეთი სითბო და ერთმანეთის მიმართ უსაშველო პატივისცემა არც მინახავს, არც გამიგონია..

ტკბილად მახსენდება ჩემი ზურიკო ბაბუა და მერიკო ბებია“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მნიშვნელობა არ აქვს სად ვართ, ერთი რამ იგივეა...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

„ეს მტკიცებულება გაიძულებთ, თავს დააჯეროთ საკუთარი უმწეობა, რაც იწვევს შემდგომში გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ შიშს და საკუთარ თავში ეჭვის გაჩენას“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

„მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია...“ - ექიმი ციური კახიანი გარდაიცვალა