Digest Logo

სურნელი, ლიმბური სისტემა და ენერგეტიკული ბალანსი – რას წერს ქეთი ოდიშელი არომატების ფსიქოლოგიურ გავლენაზე

1795859760
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ახალ თემას იწყებს, რომელიც სურნელის, ფსიქოლოგიისა და ენერგეტიკული ბალანსის კავშირს ეხება და განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს არომატი ემოციებსა და მეხსიერებაზე გონების ფილტრის გვერდის ავლით.

იგი განიხილავს პრუსტის ეფექტს, სურნელოვან „ღუზას“, სინესთეზიასა და არომაბრენდინგს, ასევე საუბრობს ფერომონების, აფროდიზიაკებისა და მცენარეების როლზე, რომლებიც, მისი თქმით, უფრო ყურადღების, სიცხადისა და შინაგანი საზღვრების დაბრუნების საშუალებას იძლევა, ვიდრე გარეგანი დაცვის ფარს:

„✨ ახლა ვიწყებ ახალ თემას OMNIA-ზე სურნელის, ფსიქოლოგიისა და ენერგეტიკული ბალანსის კავშირის კუთხით. არომატი ჩემთვის არის ძალიან ძლიერი, დომინანტური, მოქნილი ინსტრუმენტი. არსებობს არომატები, რომლებსაც მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობიდან გამოვყავართ და ნატიფ შრეებთან გვაკავშირებს და არსებობს არომატები, რომელიც პირიქით, გვფიტავს და არასასურველი გავლენა აქვს მიუხედავად თავბრუდამხვევი სურნელისა.

🌿 სურნელი პირდაპირი არხია ჩვენს აღქმაში, ის ერთადერთი გრძნობაა, რომლის სიგნალიც პირდაპირ ლიმბურ სისტემაში, ემოციებისა და მეხსიერების ზონაში შედის და გონების ფილტრს ასწრებს, სწორედ ამიტომ შეუძლია ერთ სურნელს წამებში შეცვალოს განწყობა, ამოატივტივოს მოგონება, გააჩინოს დაცულობის ან განგაშის განცდა და იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, შინაგან რიტმსა და ყურადღებაზე.

❓ პრუსტის ეფექტზე გსმენია? ეს სახელი გაჩნდა მარსელ პრუსტის რომანიდან „დაკარგული დროის ძიებაში“, სადაც ჩაიში დასველებული „მადალენის“ ნამცხვრის არომატი (ანუ სურნელიც და გემოც გაერთიანებული) გმირს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უბრუნებს ბავშვობის მთელ ემოციურ სამყაროს („უნებლიე მეხსიერებას“). სწორედ ამ სურნელოვან „კოდს“ უკავშირდება თითოეული ეფექტი:

✋ პრუსტის ეფექტი (უნებლიე მეხსიერება): როდესაც სურნელი წამებში, გაცნობიერებული ფიქრის გარეშე აბრუნებს ძველ მოგონებას, ადგილს ან ემოციურ მდგომარეობას.

✋ სურნელოვანი „ღუზა“ – როდესაც სურნელს შეგნებულად უკავშირებ კონკრეტულ შინაგან მდგომარეობას ან რესურსს, რომ შემდგომში იგივე არომატი ამ მდგომარეობის სწრაფ ჩამრთველ სიგნალად იქცეს.

✋ სინესთეზია – ზოგიერთი ადამიანისთვის სურნელი შეიძლება მკვეთრად იწვევდეს ფერის, ხმის, ტემპერატურის ან სხეულებრივი შეგრძნების აღქმას.

✋ სურნელოვანი ან არომა ბრენდინგი – როდესაც სურნელი აყალიბებს სივრცის განწყობას, მიზიდულობას ან ასოციაციას კონკრეტულ ადგილთან თუ გამოცდილებასთან.

#ფერომონები ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ბიოქიმიური სიგნალებია, რომლებიც სხვა ადამიანის ფიზიოლოგიურ თუ ქცევით რეაქციაზე მოქმედებს, ხშირად გაცნობიერებული ანალიზის გარეშე ქმნის ნდობის, სიახლოვის, მიზიდულობის ან სოციალური სიგნალის შეგრძნებას ✨ მცენარეულ ზეთებში „მზა ადამიანური ფერომონები“ თავისთავად არ არის, თუმცა კანზე მოხვედრისას არომატი ერწყმის ჩვენს სითბოს, ბუნებრივ სურნელსა და კანის მიკრობიომს, ამიტომ ერთი და იგივე სუნამო თუ ზეთი თუ ეთერზეთი სხვადასხვა ადამიანზე სხვაგვარად იშლება. ფისები, ხის, ამბრის, მუსკუსის, ციტრუსისა და ყვავილოვანი ნოტები სხეულის ამ ბუნებრივ ფონთან ერთად ქმნის ინდივიდუალურ სურნელოვან „კვალს“, რაც ქვეცნობიერად აძლიერებს მიზიდულობისა და სიახლოვის შეგრძნებას.

#აფროდიზიაკები კი ის ნივთიერებები, მცენარეები, სურნელები და სენსორული სტიმულებია, რომლებიც ზრდის სასიცოცხლო ტონუსს, მგრძნობელობას, ლიბიდოს ან მიზიდულობას. ისინი მუშაობენ არა მხოლოდ ფიზიკური სტიმულაციის ხარჯზე, არამედ დოფამინის, ენდორფინების, ოქსიტოცინის ანუ სრული ბიოქიმიური თაიგულის ჩართვითა და ყურადღების მექანიზმების ჩართვით:

ამცირებენ დაძაბულობას, ხსნიან შინაგან ბარიერებს და ადამიანს, ე.წ. „პოპულარულ 🫴აქ და ახლა“ მდგომარეობაში აბრუნებენ. ოკულტურ ტრადიციაში აფროდიზიაკები (მაგალითად, ვარდი, ილანგ-ილანგი, საკმეველი, მირა, პაჩული, სანდალი, ჟასმინი) ყოველთვის უკავშირდებოდა სასიცოცხლო ენერგიას, მიზიდულობის არქეტიპებსა და ენერგეტიკულ გაცვლას. მაგალითად კამასუტრაში იმბირი ამ კუთხით რამდენჯერმეა მოხსენიებული.

✋ ნახე, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი: ეთერზეთები და მცენარეული არომატები სწორედ ამ ბიოქიმიური, ემოციური და სიმბოლური კავშირების ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტია. საინტერესოა ისიც, რომ ძველ და სპირიტუალურ წყაროებში ხშირად საუბრობდნენ ე.წ. „ფლუიდების აქტივაციაზე“.

#ფლუიდი (ლათ. fluidus — დენადი) ჰიპოთეზური უფაქიზესი სითხე იყო, რომლითაც მე-18 საუკუნემდე სითბოს, მაგნეტიზმისა და ელექტრობის მოვლენებსაც კი ხსნიდნენ, ხოლო სპირიტულ წარმოდგენებში მას „ფსიქიკური დენის“ მნიშვნელობაც მიეწერა, რომელსაც ადამიანის სხეული თითქოს გამოასხივებდა.

თუმცა აქ მნიშვნელოვანია მეორე, უფრო პრაქტიკული მექანიზმის დანახვაც: ხშირად „უცხო გავლენად“ ან მძიმე ატმოსფეროდ ჩვენსავე შინაგან შფოთვას, გაფანტულობასა და ემოციურ დაღლილობას აღვიქვამთ - დაგროვილ შინაგან დაძაბულობას, შიშის ან კონტროლის დაკარგვის განცდას, როცა ერთი უცნაური სუნი ან მძიმე ნოტი შეიძლება წამებში გადაიქცეს შინაგანი განგაშის სიგნალად.

სწორედ ამიტომ მცენარეები და ფისები არ უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ „ჯადოსნურ ფარად“, რომელიც ვიღაცას გარედან აბჯარივით დაიცავს - ისინი უფრო მეტად ყურადღების, სიცხადისა და საკუთარი საზღვრის დაბრუნების საშუალებაა“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ძველი ციკლის დახურვა და შინაგანი რესურსის გაღვიძება: რას ამბობს ქეთი ოდიშელი დეკემბრის შეხვედრასა და „სისტრუმის“ სიმბოლიკაზე

⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით...“ - 28 ნოემბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში

✕