Digest Logo

თაკო მელიქიშვილი 20 ოქტომბრის ენერგიებზე - „შეიძლება ჯიუტი ადამიანები ერთმანეთს შეეჯახონ და უბრალო კამათი კონფლიქტად გადაიქცეს“

1792477318
თაკო მელიქიშვილი

20 ოქტომბერი — სიყვარულის დღე: არ მისცეთ ემოციებს ურთიერთობების დანგრევის უფლება!

ჩემო ძვირფასებო, დღეს კარგი, თუმცა ცოტათი ნერვიული დღეა — 2 • 4 • 6 ენერგიებით. შეიძლება მოგინდეთ ხმის აწევა, გაბუტვა და ურთიერთობების გარკვევა.

განსაკუთრებით კი თქვენს მეორე ნახევრებს შეიძლება „მოხვდეთ“. არ გაკოცა, არ ჩაგეხუტა, არ მოგისმინა, ისე არ გიპასუხა, როგორც გინდოდა — და უკვე გრძნობთ, როგორ გიდუღდებათ ყველაფერი შიგნით.

დღეს შეიძლება ჯიუტი ადამიანები ერთმანეთს შეეჯახონ და უბრალო კამათი დიდხანს გაგრძელებულ კონფლიქტად გადაიქცეს. ამიტომ — არავითარი ყვირილი, დემონსტრაციული დუმილი და ფრაზები: „მორჩა, გავიბუტე, აღარ დამელაპარაკო!“

ყველა სადავო საკითხი მხოლოდ სიყვარულით, სინაზითა და ალერსით მოაგვარეთ. თუ ყვირილი მოგინდებათ, ჩემი სიტყვები გაიხსენეთ: მიუახლოვდით თქვენს საყვარელ ადამიანს, ჩაეხუტეთ, აკოცეთ და უთხარით: „შენ ჩემი მზის სხივი ხარ!“

4-ის მისიის გავლენით დღეს ინტუიცია ძლიერად იმუშავებს. თუმცა ამ ენერგიის უარყოფით მხარეს შეუძლია, ზედმეტი ფიქრი დაგაწყებინოთ, სხვის მაგივრად გამოიტანოთ დასკვნები და არაფრის გამო მოაწყოთ კამათი.

დღის დადებითად გასატარებლად დილიდანვე შეიქმენით კარგი განწყობა. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, მიირთვით გემრიელი ყავა და გაიმეორეთ: „დღეს ყველაფერი ყველაზე კარგად და სასიკეთოდ აეწყობა“.

დღეს სამშაბათია — მარსის დღე, ამიტომ გაღიზიანება და კამათის სურვილიც შეიძლება უფრო გაძლიერდეს. მაგრამ თქვენი მთავარი ძალა დღეს ყვირილში კი არა, სიყვარულის შენარჩუნებასა და მშვიდად შეთანხმებაშია.

წყალი და სხეულზე ზრუნვა დაგეხმარებათ. მიიღეთ შხაპი, გაიკეთეთ მასაჟი, წადით სპაში ან უბრალოდ სთხოვეთ საყვარელ ადამიანს, ჩაგეხუტოთ და მოგეფეროთ.

6-ის რეალიზაციის მიხედვით, დღე სილამაზეში, სიამოვნებასა და საკუთარი თავის სიყვარულში უნდა გაატაროთ. დღეს ბევრი ალერსი, სიყვარული და კოცნა მიიღეთ — და არავითარ შემთხვევაში არ აუწიოთ ხმას!

იყავით ყველაზე ბედნიერები, საყვარლები და ჰარმონიულები!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გულით ვიგრძენი, რომ სწორი იქნებოდა, ეს ეტაპი ისეთივე სახით შემენახა, როგორიც იყო“ - დებიუტიდან 20 წლის შემდეგ რატომ თქვა უარი მირანდა კერიმ Victoria’s Secret-ის შოუზე დაბრუნებაზე

⭕20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი – „მცირე უთანხმოება შესაძლოა დიდ კონფლიქტად იქცეს, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ კამათს“

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕