Digest Logo

თაკო მელიქიშვილი 21 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე - „თუ გააცნობიერებ და სწორად იცხოვრებ - დღე მაქსიმალურად იმუშავებს შენს სასარგებლოდ“

1768984496
 თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 21 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს: 

„21 იანვარი - დღე ენერგიებით 3 • 5 • 8
საქმიანი და დატვირთული დღე

დღეს ბევრი საქმე იქნება: სამუშაო საუბრები, ოჯახური საკითხები, შეთანხმებები. დღე აქტიურია ყველაფერს შენი ჩართულობა და ყურადღება სჭირდება. არაფერი გადადო, დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს წინადადება ან სიტუაცია, რომლის „მერესთვის“ გადადება მოგინდება.

არ ღირს.

ხუთიანი ენერგიის მთავარი შეცდომა „მერე მივხედავ“არის.

ასე რომ არ გადადო, რაც დღეს მოვიდა დღესვე უნდა გადაწყდეს. საუბარი, არჩევანი, დოკუმენტები თუ გადაწყვეტილებები ბოლომდე მიიყვანე.

რვიანი რეალიზაციაში

თუ დღეს დახურავ საკითხს ყველაფერი დასრულდება ლამაზად, ბედის მხარდაჭერით და ფინანსური პლუსით.
თუ გაწელავ ბედი მაინც დასვამს წერტილს, მაგრამ უკვე შენს სასარგებლოდ არა.
დღე ძალიან სამართლიანი და სიმბოლურია.

მოძრაობა აუცილებელია

გასეირნება, ნაბიჯები, კიბეები ყველაფერი გამოგადგება. სპორტის გარეშეც კი სხეულს და გონებას დღეს მოძრაობა სჭირდება.

კარგი დროა სწავლის დასაწყებად

წიგნის ყიდვა, კურსების დაწყება, სასწავლო პროექტის გაშვება ყველაფერი პლუსშია.

შესანიშნავი დროა ოცნებისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის, ახალი შეხვედრებისა და ახალი ჰორიზონტებისთვის.

დღე არჩევანის, დასრულებისა და ზრდის შესახებაა. თუ გააცნობიერებ და სწორად იცხოვრებ — დღე მაქსიმალურად იმუშავებს შენს სასარგებლოდ“,  - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიყვარს ჩემი დღე“ - სოფო ბედია 21 იანვარს იუბილარია

⭕როგორ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება სიტყვის დახმარებით - რას გვირჩევს მინეროლოგი

⭕„ეს არის შეფასების, დაგეგმვისა და მოთმინების დღე“ - 21 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი