3 ნოემბერი ჯადოსნური კოდის 3 • 6 • 9 დღე
ჩემო ძვირფასებო, დღეს ძალიან საინტერესო და ძლიერი, თუმცა ამავდროულად ცოტა ცბიერი დღეა!
დღის ენერგიებია 3 • 6 • 9. ეს ნიკოლა ტესლას კოდია — იღბლის, წარმატებისა და ფინანსური სიუხვის კოდი.
თუმცა, ეს ენერგია მხოლოდ თვითდისციპლინის წყალობით ამოქმედდება. დღეს მნიშვნელოვანია, სამყაროს სიკეთე, სიუხვე და ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნება გაუზიაროთ და აუცილებლად აკეთოთ ის, რაც განვითარების ახალ საფეხურზე გადაგიყვანთ.
დღეს თვითგანვითარება და სწავლა კარგ შედეგს მოგიტანთ. გახსენით გადადებული კურსი, მოუსმინეთ სასარგებლო პოდკასტს, წაიკითხეთ წიგნი ან დაიწყეთ რაიმე ახლის შესწავლა.
დღის მთავარი ხაფანგი მისიის ექვსიანია. შეიძლება მოდუნება, წუწუნი და სახლში დარჩენა მოგინდეთ — შეიძლება არც კი მოინდომოთ გამოწყობა. თუ ამ განწყობას აჰყვებით, შესაძლოა, წარმატების დღე ხელიდან გაუშვათ — დღე, რომელსაც ცხოვრების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანა შეუძლია.
დილიდანვე მოძრაობით აიმაღლეთ ენერგია. გააკეთეთ აქტიური ვარჯიში ან საყვარელ სიმღერებზე იცეკვეთ, რომ სხეულიც ამოძრავდეს და ენერგიაც გააქტიურდეს.
დღევანდელი იღბლიანი ფერებია ნარინჯისფერი, ყვითელი და ოქროსფერი. ტანსაცმელში ან აქსესუარებში ერთ-ერთი მათგანი მაინც გამოიყენეთ.
აუცილებლად გამოეწყვეთ! დღეს მნიშვნელოვანია, იყოთ მიზანდასახულები, კეთილშობილები და თავი წარმატებულ ადამიანებად იგრძნოთ.
ახლობლებთანაც გაატარეთ დრო. დაურეკეთ მამას, ბებიას, ძმებს, დებს და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.
არავითარი ენერგიის დაკარგვა, წუწუნი და ნეგატივი. დღეს მხოლოდ სიკეთეს, წარმატებას, სიუხვესა და პოზიტივს ვასხივებთ.
იყავით ბედნიერები, მდიდრები და სიუხვით სავსენი!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა“ - 3 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით