Digest Logo

„თავგადასავლებით აღსავსე პერიოდი იწყება! სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1719820297
მიხეილ ცაგარლი

„შაბათს, 6 ივლისს ახალმთვარეობაა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია, ძლიერდება ადამიანებში ემოცია, რომანტიკულობა და სენტიმენტალურობა. შეიკავეთ თავი ყველაფრისგან, არ დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება, ამ დროს გლეხი წყალსაც კი არ უსხამდა მცენარეს“, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

მისი თქმით, სამშაბათს, 2 ივლისს პლანეტა ნეპტუნი, ფანტაზიების მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაბრუნებს უკან ძველ ფანტაზიებთან, ძველ სიყვარულთან და ძველ იდეებთან. 

მიმდინარე კვირაში არის 4 გეომაგნიტური დღე - ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. 

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

♈ ვერძი

აქვთ განსაკუთრებული სურვილი შეცვალონ გარეგნობა და გავიდნენ ბომონდში, ასევე კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. ყველაფრის უნარი გაქვთ, მაგრამ ეცადეთ დაისვენოთ და არ გადაიღალოთ. 

♉ კურო 

თქვენი ენერგოტონუსი მატულობს. შარმი, ქარიზმატულობა მატულობს თქვენში. კვირა კარგია საქმიანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებისთვის, ასევე მოგზაურობისთვის. თქვენ არ გაქვთ გაჩერების უფლება 

ტყუპები 

ენერგოტონუსი დაბალია, ეცადეთ არ გადაიტვირთოთ. შესაძლოა მიმდინარე კვირაში მიიღოთ პრემია, ან ძველი საქმეებიდან მოვიდეს ფინანსური დივიდენდები, არ არის გამორიცხული მიიღოთ ახალ სამსახურზე შეთავაზება, რომელიც იქნება მაღალანაზღაურებადი.

კირჩხიბი 

ახლა თქვენი დროა, გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი. შეაწუხეთ ხალხი, წარმატების შანსები გაქვთ ყველაზე მაღალი, როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე მატერიალური კუთხითაც, ამიტომ იაქტიურეთ არ გაქვთ გაჩერების უფლება.

ლომი 

ჭორები, ინტრიგები, ფარული მტრები თქვენ წინააღმდეგ მატულობს, ენერგოტონუსი დაბალია. შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ფინანსური კუთხითაც კი. მთავარია ენას კბილი დააჭიროთ და საიდუმლო დაიცვათ.

ქალწული 

საოჯახო ტრანსფორმაციების პერიოდი აქვთ, გამოსდით ყველაფერი. პარტნიორთან გაქვთ არნახული ურთიერთგაგება, და გამოსდით ყველაფერი. შრომისუნარიანობა და მოთმინება ყველაფერი გაქვთ. არ გაჩერდეთ.

სასწორი 

ენერგოტონუსი დაბალია, დაღლა მარტივად მოდის. შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადება საქმიანი კუთხით, მაგრამ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მორიელი

აქტიური, ენერგიული და ქარიზმატულია. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია და ამის ფონზე შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. 

მშვილდოსანი 

შეგაწუხებთ, ცოტა მომაბეზრებელი ხალხი, აქედან გამომდინარე ისინი ეცდებიან თქვენ გაღიზიანებას. დაასვენეთ საკუთარი თავი, შეიძლება მიმდინარე კვირაში მოაგვაროთ ფინანსური საკითხები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ეცადეთ ბევრი არ ილაპარაკოთ, და ენას კბილი დააჭიროთ. 

თხის რქა 

ხართ აქტიური და ენერგიული, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შეიძლება მიიღოთ ფინანსები და დაიწყოთ ახალი საქმე.

მერწყული  

დაასვენეთ საკუთარ თავი, მთავარი არის, რომ შეგიძლიათ უძრავ ქონებაში ჩადოთ ინვესტიცია და ეს იქნება გამართლებული.

თევზები

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, საუკეთესო დროა ლატარიებში მონაწილეობის მისაღებად და მგზავრობა მოგზაურობისთვის, თავგადასავლებით აღსავსე პერიოდი იწყება! როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით ძალიან კარგი. სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს და ალბათ მერეც, ხვიჩას ცენტრიდან, მარცხენათი დარტყმული დამესიზმრება, ღმერთო ეგ რომ შევარდნილიყო, ღმერთო… მაგრამ არაუშავს, სხვა დროს შევარდება“ - ანდრო ხელაძე

⭕ 🎥 „ჩვენმა ბიჭებმა გვასწავლეს ერთმანეთის სიყვარული და გატანა - ამ დღეების მანძილზე საქართველო ყველაზე ერთიანი იყო...“ - საზოგადოება საქართველოს ნაკრებზე

⭕ „მადლობა ბიჭებს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის!“ - ლევან კობიაშვილი