ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „შუადღე“ იმ მოვლენების შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალმთვარეობასთან არის დაკავშირებული.
როგორც ცაგარელმა აღნიშნა, ახალმთვარეობა არა მარტო დღეს, არამედ უახლოესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„მიმდინარე კვირის ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი - ეს დღეები ახალი მთვარის ზეგავლენის ქვეშ არიან. პერიოდი გვაქვს ცოტა რთული დაახლოებით 21 ნოემბრამდე. ეს სამი დღე მაქსიმალური ყურადღებით და ფრთხილად უნდა გავიაროთ. შესაძლებელია შეექმნას ჯანმრთელობას პრობლემები განსაკუთრებით კი შარდ-სასქესო ორგანოებს. თავი შეიკავეთ ინტიმური კონტაქტებისგან. კონფლიქტებისა და საქმეთა გარჩევის ტენდენცია მატულობს. იმატებს ტრავმებიც. ეს სამი დღე არაფერი მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ.
მზის და მთვარის ენერგიების შეერთება ხდება მორიელის ზოდიაქოში, რაც საომარ მდგომარეობას ნიშნავს. ხელს კი ორი ბოროტი პლანეტა მარსი და პლუტონი უწყობს ამ ყველაფერს. ოჯახსა და კარიერას შორის იქნება სერიოზული დაპირისპირება. თუ თქვენ არ დააბალანსებთ და ცალ მხარეს გადაიხრებით, შესაძლოა ცუდად დაამთავროთ. მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავეთ. ადამიანს აქვს ჩაფიქრების უნარი გაძლიერებული და შესაძლოა მომძლავრდეს საჭესთან ძილიანობა“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქართველი მებრძოლები UFC-ის გაერთიანებული რეიტინგის ათეულში იმყოფებიან
⭕„მალე შენც უნდა გიხილოთ „ვიქტორია სეკრეტზე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან ფოტოებს გვიზიარებს
🎥 რას გულისხმობს ორსულთა რინიტი და რას წარმოადგენს ორსულთა ქავილი? - ექიმის რჩევები