Digest Logo

„მოდიან მუსლიმები, ისრაელი შეებრძოლება მათ და მსოფლიო ერთიანი დროშის ქვეშ გაერთიანდება... ამ ომს ქრისტიანული სამყარო მოიგებს“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

1732651305
ლელა კაკულია

ლელა კაკულია საქართველოში ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არა ერთხელ ქცეულა.

ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა მსოფლიოში და საქართველოში მოსალოდნელი პროცესები და საზოგადოების დიდი ყურადღებაც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ვიდეომიმართვა მოსალოდნელი ამბების შესახებ. ამჯერად მისი ოფიციალური გვერდი აქვეყნებს 2023 წლის, 23 ნოემბერს ნაწინასწარმეტყველებ განცხადებას, რომლებსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს ამას! 

2003 წელი, 23 ნოემბერი:

ადრეც აღვნიშნე და კვლავ ვიმეორებ: რუსეთის პრეზიდენტს თითი ბირთვულ ღილაკზე კი უდევს, მაგრამ დაჭერას ვერ მოასწრებს! თუმცა ისევ ვხედავ, რომ პუტინი პოლონეთს კვლავაც ემუქრება - დიდი ხანია ემუქრება და ეს მუქარა ლიტონი სიტყვები არ არის – მართლა ემუქრება რაკეტების სროლით და ვხედავ, როგორ ფეთქდება რაკეტა საზღვარზე.

მსოფლიო პოლიტიკოსებში დაიწყება დიდი გარჩევები, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს გარჩევები არ არის, ასე ვთქვათ, ჭორაობა – ეს არის მეტად სერიოზული საკითხი, რომელსაც მე დედამიწის ყოფნა-არყოფნის საკითხს ვეძახი. 

ამიტომაც ვამბობ: ვინც ჩემი, ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფრთის ქვეშ რჩება თავისი ნებით, ყველა გადარჩება! ამას წლებია ვიმეორებ და იცოდეთ, ასეც ასრულდება.

ვხედავ, რუსეთი ისეთ დღეში ჩავარდება, საქართველო დაავიწყდება. რთული პერიოდები იმაში აისახება, რომ (არ დაგავიწყდეთ ეს ძველი წინასწარმეტყველება) მოდიან მუსლიმები. ისრაელი შეებრძოლება მათ, ვინაიდან ღმერთი არ ტოვებს ისრაელის შვილებს, და მსოფლიო ერთიანი დროშის ქვეშ გაერთიანდება – დიდ დარტყმას მიაყენებენ მუსლიმებს.

უნდა აღვნიშნო: იმ პოლიტიკური ჭიდილით, რომელიც ისრაელსა და ევროპას შორის მიმდინარეობს, ევროპა ვერც გულს მოულბობს მუსლიმებს და ვერც თამაშს განაგრძობს მათთან. ამიტომ ომები გაგრძელდება და ამ ომს დაერქმევა დასუფთავება დედამიწისა, დასუფთავება მთელი მსოფლიო პოლიტიკისა. ამ ომს ქრისტიანული სამყარო მოიგებს ისრაელთან ერთად.

რაც შეეხება ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს დაპატიმრებაზე ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერს, ზუსტად ისე გეტყვით, როგორც ვხედავ: ის ერთ კარში შედის და მეორედან გამოდის! დიახ, ნეთანიაჰუს დიდი დამსახურება აქვს ისრაელის წინაშე და ვინც ეს არ იცით, გადახედეთ ისტორიას, გადახედეთ წარსულს.

რაც მთავარია, ამერიკა და ევროპა რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ მისცემენ მწვანე შუქს.
 უფრო მეტიც, ვხედავ, როგორ ღალატობს რუსეთს ჩეჩნეთის ლიდერი.

მოკლედ, მსოფლიოს დიდი ამბები ელის.
ჩემი საქართველო კი – ისევ ვიმეორებ – ურთულესი პოლიტიკური ომებიდან ძვრება, ევროკავშირის წევრიც ხდება და ნატოშიც შედის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს ამას – მთავარია, რომ ეს მოხდება სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!“, - წერს ლელა კაკულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემი ფავორიტი ადამიანი“ - ნანუკა გუდავაძე დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„ვიმედოვნებ, რომ მალე სერიალი ისევ დაბრუნდება საიუბილეო, მეოცე სეზონით!“ - „ჩცდ“ 13 წლისაა

„აუწყვეს თავის ქალა, ორივე გონზეა, ცოტა ცრემლებს ღვრიან“ - ახალი ინფორმაცია ავარიის დროს დაშავებულ დებზე