ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 27 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„27 იანვარი: ურთიერთობებისა და დიპლომატიის ენერგია
დღეს საერთო დღის ენერგიაა ციფრი 2
ყველაფერი შენდება ურთიერთგაგებაზე, სირბილესა და მოქნილობაზე.
რა არის რეკომენდებული დღეს:
⏺ აწარმოვეთ მოლაპარაკებები, შეხვდით ადამიანებს, გაამყარეთ კავშირები
⏺ დაუთმეთ დრო ოჯახს და საყვარელ ადამიანებს
⏺ მეტი იარეთ, იმოძრავეთ, დაეხმარეთ სხვებს
⏺ გაატარეთ დრო წყლის ახლოს აბანო, აუზი, სეირნობა
⏺ მედიტაცია, იოგა, საკუთარ თავზე მუშაობა
⏺ იყავით დიპლომატი — მოუსმინეთ, გაიგეთ, გამოავლინეთ სინაზე
⏺იპოვეთ შთაგონება და იგრძნით ენერგიის ნაკადი
რისგან სჯობს თავის შეკავება:
⏺ ჭორებისა და ხმებისგან — არ აჰყვეთ სურვილს დაანგრიოთ ურთიერთობები
⏺ აჩქარებისა და ქაოსისგან — ეჭვების დღე ითხოვს შენელებას
⏺ხელშეკრულებებისა და კრედიტების გაფორმებისგან
⏺დეპრესიული განწყობებისგან — გამოავლინეთ მგრძნობელობა და სითბო
ასევე დღეს სამშაბათია, და ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაიბადა 9, 18 და 27 რიცხვებში
(თქვენი ფერები: წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი)“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
⭕„დღე კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“ - 27 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი