Digest Logo

🎥 „თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ...“ - რა გველოდება 2027 წლამდე: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1794920436
თაკო მელიქიშვილი

რა სურვილები აგისრულდება 2027 წლამდე - აღნიშნულ საკითხზე პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„1️⃣ ლომი, ვერძი, კურო, თევზები

ახალ წლამდე შეიძლება აგისრულდეს პირადი სურვილი - ისეთი, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანს. შესაძლოა, საკუთარ თავს დიდი ხნის ნანატრი ნივთი აჩუქო, სასიამოვნო საჩუქარი მიიღო ან ბოლოს და ბოლოს გააკეთო ის, რასაც დიდი ხანია გადადებ. შეიძლება შენი შრომის შედეგიც დაინახო და საკუთარ თავს უთხრა: „გამომივიდა!“ შენ გადალახე შიში, გაბედე და საკუთარ თავს უფლება მიეცი, რაღაც სხვანაირად გაგეკეთებინა. გახსოვდეს: ყოველთვის სხვებზე ფიქრი აუცილებელი არ არის - ზოგჯერ შეგიძლია, რაღაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააკეთო. 

2️⃣ მშვილდოსანი, თხის რქა, მორიელი, კირჩხიბი

შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს გამოხვიდე იმ სიტუაციიდან, რომელმაც ბოლო დროს ძალიან დაგღალა და დაგაბნია. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტი, რთული ურთიერთობა, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემა ან გარემოება, რომელშიც დიდხანს ვერ ხვდებოდი, როგორ მოქცეულიყავი. ახალ წლამდე შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი უკან მოიტოვო და სხვა გზა აირჩიო. შესაძლოა, ცვლილებას, მოგზაურობას ან ცხოვრების ჩვეული სცენარის შეცვლას გადაწყვეტ, ან ძველი პრობლემის გადაჭრის ახალ გზას იპოვი. მთავარია, უკან აღარ დაბრუნდე იქ, საიდანაც წასვლა დიდი ხანია გინდოდა. შეგიძლია წინ იარო - შენ ეს უკვე შეძელი. 

3️⃣ მერწყული, ქალწული, სასწორი, ტყუპები

ახალ წლამდე შეიძლება ემოციური სიმშვიდე დაგიბრუნდეს. თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ და ურთიერთობის ან გაურკვეველი სიტუაციის გამო ნაკლებად ინერვიულებ. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ადამიანის გამოჩენა, ვის გვერდითაც თბილად და მშვიდად იგრძნობ თავს - აღარ მოგიწევს მუდმივად გამოცნობა, რას გრძნობს ან იქნებით თუ არა ერთად. თუ უკვე ურთიერთობაში ხარ, თქვენ შორის შეიძლება მეტი ზრუნვა, ყურადღება და სითბო გაჩნდეს.

ზოგისთვის კი სასიამოვნო სურვილის ასრულება საერთოდ არ იქნება სხვა ადამიანებთან დაკავშირებული. უბრალოდ, საკუთარ თავზე ნერვიულობას შეწყვეტ და იგრძნობ, რომ ყველაფერი კარგადაა და შენთვის საუკეთესო გზით ვითარდება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მე იქ მოვხვდი, სადაც ყოფნაზე ოდესმე მიოცნებია“ – როგორ შეცვალა „ღამის შოუს“ ბენდის ახალ წევრს ცხოვრება ერთმა ზარმა?

⭕ 17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა - „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი...“

🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!

✕